ნინო ანანიაშვილმა პოდიუმი დაიპყრო – ვის ჩვენებაზე გამოვიდა პრიმაბალერინა

0
1160

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენება დათუნა სულიკაშვილმა გააკეთა. კლასიკური კოლექცია, სადაც შავი ფერი დომინანტი გახლდათ, ქალებისა და მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. პოდიუმზე ნახავდით მამაკაცებს დიდი ქუდებით და კაბით, ქალბატონებს კი ოვერსაიზ ტიპის კაბებით, პიჯაკებითა და ზედებით. კოლექციაში გამოყენებული წამყვანი მატერია ხავერდი გახლავთ.

დეფილეს ბოლოს დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი ელოდა. პოდიუმზე გამოვიდა ქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელსაც შავი კაბა ეცვა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექცია ფრანგულმა „ვოგმა“ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა. მასალაში გამოქვეყნებული პროფესიონალური ფოტოები ჩვენებიდან სწორედ „ვოგის“ ფოტოგრაფს ეკუთვნის.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here