ნინი წიკლაური: „ყველა ჩემს ნამუშევარს ჩემს შვილს მივუძღვნი…“

0
2124

მომღერალი ნინი წიკლაური ფეხმძიმედაა. ის ამჟამად აშშ-ია და ბავშვის გაჩენას იქ აპირებს. მანამდე საკუთარი თაყვანისმცემლებისთვის კლიპი გადაიღო. ნინიმ ამის შესახებ თავად მოგვიყვა.

ნინი წიკლაური:

სხვათა შორის, უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შავ-თეთრი ვიდეორგოლი გადავიღე. კლიპი სიმღერაზე „ღამე საიდუმლოს ინახავს“, რომელსაც შემოკლებით „ეს ღამე“ დავარქვით, ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის. ამ სიმღერას დიდი ისტორია აქვს. ეს ლილიკოს საჩუქარია ჩემს დაბადების დღეზე. რამდენიმე წლის წინ მაჩუქა სიმღერა. ტექსტის ავტორი გახლავთ უნიჭიერესი ირინა სანიკიძე. ჩავწერე „სანო სტუდიაში“, არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა. კლიპის გადაღების იდეა მაშინვე გაჩნდა, როდესაც ჩავწერე და რადიოეთერში გაჟღერდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე. ახლა კი, უკვე მეორე ვიდეორგოლია, რომელიც უსაყვარლესმა და უნიჭიერესმა გოგიტა ჩიკვაიძემ გადაიღო.

გადაღებები თბილისში მიმდინარეობდა, აბანოთუბანში, დიღომში, რუსთაველზე. მარტივი და ძალიან დადებითი გამოვიდა, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა. იმედია, მაყურებელიც შეიყვარებს ამ ვიდეოს ისე, როგორც სიმღერა შეუყვარა. სამომავლოდ რამდენიმე ახალ ვიდეორგოლს კიდევ შემოგთავაზებთ.

ნინი, აშშ-ში აპირებ ბავშვის გაჩენას?

დიახ. ამჟამად აქ ვარ და ისევე როგორც წინა კლიპის შემთხვევაში, ახლაც ვერ დავესწრები მის პრემიერას. ორსულად ვარ და მალე პატარა ბიჭუნა გამიჩნდება, რომელსაც ჩემი ყველა ნამუშევარი მიეძღვნება.

ნინო მურღულია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here