ნინი შერმადინმა სანუკვარი ოცნება აისრულა – „აშშ-ში შვილთან ერთად დავბრუნდები…“

ნინი შერმადინმა სანუკვარი ოცნება აისრულა – „აშშ-ში შვილთან ერთად დავბრუნდები…“

ნინი შერმადინი რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ერთ-ერთ რესტორანშიც მღერის. მომღერალი საქართველოში გარკვეული პერიოდულობით ჩამოდის და თავის ერთადერთ ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ ასეთ დროს აქვს. მომღერალი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე თემა იყო და შვილთან დისტანციაზე ყოფნა არ სურდა.

როგორც ახლახან მისი „ფეისბუქ“-სტატუსიდან გაირკვა, ნინის პატარას აშშ-ში ცხოვრების უფლება მისცეს და ბედნიერმა დედამ ეს სასიხარულო ამბავი თავის მეგობრებს ამცნო.

ნინი შერმადინი:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საემიგრაციო დეპარტამენტს ასეთი დაფასებისთვის და სიხარულისთვის. ჩემი მარიამოს საბუთები დამტკიცდა ❤ დიდი მადლობა ყველაზე მაგარ ადვოკატს ლევან ნათალიშვილს თანადგომისთვის და დახმარებისთვის. ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდა, მე და მარიამო ერთად დავუბრუნდებით აშშ-ს ❤❤❤ რაც შემეხება მე, აუცილებლად დავაფასებ და ყველაფერს ვიზამ, რომ ღირსეულად ვემსახურო ამერიკასაც და საკუთარ ქვეყანას ❤❤❤❤❤❤ დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც ასე მედექით გვერდით, ასე გიყვარვართ და მგულშემატკივრობთ❤❤❤❤❤❤ თქვენ გარეშე მე არავინ ვიქნებოდი ❤❤❤❤ მიყვარხართ გულში ძალიან“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

June 29, 2018 / 1:12 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის ოფიციალური ფოტოები

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 11 ნოემბერს დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს, სადაც ცერემონია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყვილის ბედნიერება მათმა ოჯახებმა და ახლობლებმა გაიზიარეს. ნანუკა ტაძრამდე მამამ მიაცილა. ნეფეც და პატარძალიც ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. ერთ-ერთი ფოტოსტუდიის Savemomentstudio „ფეისბუქ“-გვერდმა ჯვრისწერიდან ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. (ფოტოები)

„სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა…“

სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის გუშინდელ ჯვრისწერას სოცქსელებში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი დახურა. კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ნინა კობახიძე, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი: „სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა, შერონ სტოუნობა გამახსენდა უცებ, აივნიდან რომ ვერ გადმოიხედებოდი და თან ფული უნდა ჩაგვეტანა […]

ლევან კბილაშვილის გამოსვლა რუსულ „ვოისში“ – „ეს მხოლოდ დასაწყისია!..“

„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა. ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა მხარდამჭერების მისამართით: „მე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“ გახდა

ბულგარეთში გაიმართა სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი გათხოვილი და განათხოვარი ქალბატონებისთვის, სახელწოდებით „მისის პლანეტა 2018“. საქართველოს სახელით ამ კონკურსში მონაწილეობდა მომღერალი ნინი შერმადინი. მან ჟიურის მოხიბვლა თავისი გარეგნული და ვოკალური მონაცემებით შეძლო. ის ჯერ ნახევარფინალში გავიდა, 8 ნოემბერს კი, ფინალურ ტურში, გამარჯვება მოიპოვა და „მისის პლანეტა 2018“ გახდა. (ვიდეო/ფოტოები)

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“-ის ფინალშია

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018-ის მონაწილე გახლავთ. სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება. ნინიმ, როგორც მისი მეგობარი, ეკა მგალობლიშვილი წერს, ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ფინალურ ტურში გადაინაცვლა, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. ეკა წერს: „ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… […]

ნინი შერმადინმა აშშ-ის ვიზა მიხეილ სააკაშვილის პირადი რეკომენდაციით მიიღო

დღევანდელ „სარკეში“ ნინი შერმადინი იხსენებს, როგორ გაუჭირდა აშშ-ში თავის დამკვიდრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ქვეყანაში 200 დოლარით ჩავიდა და უკან დაბრუნებაზეც ფიქრობდა: „6 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა. თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი […]

რატომ აატირა ოსკაროსანმა კომპოზიტორმა ნინი შერმადინი?

მომღერალმა ნინი შერმადინმა რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში ფრენკი პრევიტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მასთან თანამშრომლობა დააანონსა. ფრენკი პრევიტი ოსკაროსანი მუსიკოსია, რომელსაც სიმღერისთვის “time of the my life” წლების წინ, პრესტიჟული ჯილდო, ოსკარი გადაეცა. რა სახის თანამშრომლობა შედგება ნინი შერმადინს და ფრენკი პრევიტს შორის, ამაზე ნინიმ "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემის ჩართვაში ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში“ – ნინი შერმადინი

"ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში. Franke Previte, რომელმაც 1988 წელს ოქროს გლობუსი მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის - time of my life, და ამავე წელს მოიპოვა იგივე კატეგორიაში ოსკარი. სიტყვები ზედმეტია" - წერს ნინი.

რეკლამა