ნინი შერმადინმა აშშ-ის ვიზა მიხეილ სააკაშვილის პირადი რეკომენდაციით მიიღო

ნინი შერმადინმა აშშ-ის ვიზა მიხეილ სააკაშვილის პირადი რეკომენდაციით მიიღო

დღევანდელ „სარკეში“ ნინი შერმადინი იხსენებს, როგორ გაუჭირდა აშშ-ში თავის დამკვიდრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ქვეყანაში 200 დოლარით ჩავიდა და უკან დაბრუნებაზეც ფიქრობდა:

„6 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა.

თავიდან ყველა სამსახურში ვცადე ბედი. ამერიკაში 200 დოლარით ჩავედი. აბსოლუტურად უცხო ქართველი ემიგრანტები დამიდგნენ გვერდით, სრულიად უსასყიდლოდ მიწყობდნენ ხელს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მთელი სიცოცხლე ამ ხალხის მადლიერი ვიქნები. მიმტანადაც ვიმუშავე, მოხუცის მომვლელადაც, ძიძადაც. ამ ბოლო ორი სამსახურიდან გამომიშვეს, ეს საქმე არ იციო.

მიმტანად რომ დავიწყე მუშაობა, მეორე დღესვე დამემსხვრა ჭიქები და თეფშები, სიმძიმეების აწევას არ ვიყავი მიჩვეული… მერე გაჩნდა კითხვა, რა აზრი ჰქონდა ამერიკაში დარჩენას, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, შენ საქართველოში არ წახვალ-მეთქი.

ყველაფერი გავაკეთე საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. დავიწყე ენის შესწავლა, კასტინგებზე სიარული, მაგრამ ყველა კასტინგზე ითხოვდნენ, რომ მწვანე ბარათი და მუშაობის უფლება მქონოდა.

ადვოკატმა ლევან ნაცარიშვილმა გამიკეთა საბუთები, საელჩოში ყველა დაარწმუნა, რომ ჩემთვის მწვანე ბარათი უნდა მოეცათ.

არ შემიძლია, უღრმესი მადლობა არ გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. მან დამიწერა სარეკომენდაციო წერილი, რამაც, ფაქტობრივად, გდამწყვეტი როლი ითამაშა. ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელსაც რეკომედაციას საქართველოს პრეზიდენტი უწევდა. სამუშაო ვიზა რეკორდულ დროში მომივიდა“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

September 26, 2018 / 3:44 pm

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძე რუსულ „ვოგს“: „ინგლისურად დაგელაპარაკებით, რადგან რუსულად კარგად ვერ ვსაუბრობ…“

რუსულმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანუკი არეშიძე საუბრობს იმის შესახებ, რა დევს მის ჩანთაში. როგორც ანუკი აღნიშნავს, რუსულად კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ ინგლისურად ურჩევნია ინტერვიუს მიცემა. „როცა გარეთ დავდივარ, ჩემი ტელეფონები მიმაქვს, ერთი არის სამუშაოსთვის, ერთი იმეილებისთვის, ერთი ოჯახისა და ფოტოებისთვის, კიდევ ერთი კი მეგობრებისთვის. ეს ჩემი ფოტოკამერაა, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და სულ თან […]

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის შესახებ: „გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ!..“

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის, ნინის მხარდასაჭერად პოსტს ავრცელებს. მოდელი ულოცავს საქართველოს ახალ მისს და აღნიშნავს, რომ აქამდე გააზრებული არავის ჰქონია, „მის საქართველო“ ლამაზიც უნდა იყოს და განათლებულიც და სწორედ ასეთია ნინი გოგიჩაიშვილი. ნანუკა წერს: „ვულოცავ საქართველოს ახალ მისს , ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას რა თანმხლები ეტაპები მოჰყვება, ასე რომ, გინდოდათ […]

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში ეცვა, კვლავ განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელებში დილიდან აზიარებენ მის ფოტოს, სადაც თეთრი ზედა და შარვალი აცვია და მუცელი უჩანს. ზოგს მოსწონს ტელეწამყვანის დაკლებული კილოგრამები და სითამამე, ზოგს – ნაკლებად და აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ ასე ჩაიცვას. შეგახსენებთ, მისი სამოსი დათუნა სულიკაშვილის ნამუშევარია. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“ გახდა

ბულგარეთში გაიმართა სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი გათხოვილი და განათხოვარი ქალბატონებისთვის, სახელწოდებით „მისის პლანეტა 2018“. საქართველოს სახელით ამ კონკურსში მონაწილეობდა მომღერალი ნინი შერმადინი. მან ჟიურის მოხიბვლა თავისი გარეგნული და ვოკალური მონაცემებით შეძლო. ის ჯერ ნახევარფინალში გავიდა, 8 ნოემბერს კი, ფინალურ ტურში, გამარჯვება მოიპოვა და „მისის პლანეტა 2018“ გახდა. (ვიდეო/ფოტოები)

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“-ის ფინალშია

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018-ის მონაწილე გახლავთ. სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება. ნინიმ, როგორც მისი მეგობარი, ეკა მგალობლიშვილი წერს, ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ფინალურ ტურში გადაინაცვლა, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. ეკა წერს: „ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… […]

ლალი მოროშკინა: „დედა, როგორ მოვნატრებივარ მიშას!..“

მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას გერმანული მხარის მიწვევით სტუმრობდა. „კურიერი პ.ს.“-მა მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა ლალი მოროშკინა ახსენა და აღნიშნა: „ისე გამოვიდა, რომ ჩემი წიგნი წარმოდგენილია უკრაინულ გამოფენაზე, აქ არის სამაგიეროდ, ლალი მოროშკინას „შედევრი“ ჩემზე. სანდრამ იმდენი ვერ დაიმსახურა, რომ საქართველოს პავილიონმა წარმოადგინოს, სამაგიეროდ, გერმანულმა მხარემ წარმოადგინა და დღეს […]

ვინ არის მიხეილ სააკაშვილის რძალი – ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა

მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. მისი რჩეული ებრაელი გოგონაა, მადინა მელა, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში. მადინასა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ფოტო „რუსთავი 2“-ის სიუჟეტიდან არის ამოღებული, ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტი შვილის გამოსაშვებ საღამოს დაესწეო უნივერსიტეტში და საზოგადოებას მადინა, როგორც ედუარდის შეყვარებული, ისე წარუდგინა. სოცქსელებში უკვე წერენ, რომ მადინა გარეგნულად ძალიან ჰგავს […]

ნინი შერმადინმა სანუკვარი ოცნება აისრულა – „აშშ-ში შვილთან ერთად დავბრუნდები…“

ნინი შერმადინი რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ერთ-ერთ რესტორანშიც მღერის. მომღერალი საქართველოში გარკვეული პერიოდულობით ჩამოდის და თავის ერთადერთ ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ ასეთ დროს აქვს. მომღერალი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე თემა იყო და შვილთან დისტანციაზე ყოფნა არ სურდა. როგორც ახლახან მისი „ფეისბუქ“-სტატუსიდან გაირკვა, ნინის პატარას აშშ-ში ცხოვრების უფლება მისცეს […]

რეკლამა