ნინი შერმადინი: “თვითმკვლელობაზე მეც მიფიქრია ბევრჯერ და აჰა ესე საჯაროდ ვაღიარებ… მაგრამ მე მშიშარა ვარ!”

0
2124

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სოფო ქოიავას თვითმკვლელობას ეხმაურება. ნინი იმ ხალხს აკრიტიკებს, ვინც სოფო ქოიავა თვითმკვლელობის გამო, მკაცრად განსაჯა.

“თქვენ ტვინიანები ხართ? რეებს წერთ – უტვინო გოგომ როგორ მოიკლა თავი მახინჯი თუ არაკაცისთვის? იქნებ იმისთვის ის ყველაფერი იყო? ზუსტად ისეთი არაკაცი და ნაგავი უყვარდა? იქნებ მის გარეშე ცხოვრებას მართლა აზრი ეკარგებოდა ? არ ჯობია თქვენი სულის ხსნაზე და გადარჩენაზე იფიქროთ და აწ განსვენებულის განკითხვას შეეშვათ? არასდროს არ თქვა არასდროს, რადან არ იცი შენ რას იზამ! ცოდო ისაა ვისაც სიყვარული არ შეუძლია! ამ გოგონას შვილიც არ ჰყავდა ვისთვისაც სიცოცხლეს გააგრძელებდა! ღმერთმა შეუნდოს და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი! ამინ! რას ვერ იჯერებთ, რა არი დაუჯერებელი. ვის არ უცდია ან არ უფიქრია? მეც მიფიქრია ბევრჯერ და აჰა ესე საჯაროდ ვაღიარებ… მაგრამ მე მშიშარა ვარ! წარმოვიდგინე რამდენს ვატკენდი და რამდენს გავამწარებდი და შემეშინდა და რა გასაკვირია ამ გამწარებულ გოგოს, რომელსაც სულ არავინ ჰყავდა გვერდით და იმ ერთმაც ვისთვისაც ცოცხლობდა იმ ერთმაც მიატოვა, თავი გადაედო?“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here