ნინი ქარსელაძე: „ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას…“

ნინი ქარსელაძე: „ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას…“

ნინი ქარსელაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ მოსაზრებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მის შერბილებას ვერანაირად ვერ მიიღებს. ვრცელ სტატუსში მომღერალი აღნიშნავს, რომ მისთვის ნარკოტიკი ძალიან მძიმე თემაა.

ნინი ამბობს:

„ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია, ვაი, ამ სიცოცხლეს. სხვათა შორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახის შვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსახსენებელმა  ნარკოტიკმა შეიწირა. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს… შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან, რაში აქვთ თავი გაყოფილი… დროა, მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს. რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…

P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…“

სიახლეები/

|

January 23, 2018 / 3:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დიზაინერი მეგი გაბუნია მილანში “White show”-ზე იმყოფება

“White show” მილანში მნიშვნელოვანი გამოფენაა მოდის ინდუსტრიაში, სადაც ჩამოდიან მსოფლიოდან ცნობილი ბაიერები. გამოფენაზე იმყოფება დიზაინერი მეგი გაბუნია, კოლექციით „უნისექსი“. მეგი გაბუნიას ექსკლუზიური კომენტარი : „მილანში ერთ-ერთმა ცნობილმა ბაიერმა ნახა ჩემი სამოსი, რის შემდეგაც მიმიწვიეს “WHITE SHOW”-ში,  ყველა დიზაინერის ოცნებაა ამ შოურუმში მოხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ბაიერები ინტერესდებიან კოლექციით და ასევე ჩემი წარმომავლობით, ჩემთვის საამაყოა […]

„ჩცდ“-ს მე-12 სეზონი სრულდება – როდის განახლდება სერიალის ჩვენება

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის ბოლო სამი სერია ეთერში ამ პარასკევს, კვირას და ორშაბათს გავა. 26 თებერვალს ეს სეზონი დასრულებულად გამოცხადდება. შემდეგ სერიალი ერთი თვის განმავლობაში ტაიმ-აუტს გამოაცხადებს. როდის დაბრუნდება ეთერში, ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, მეცამეტე სეზონი ეთერში აპრილის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მის თაყვანისმცემლებს მცირე ლოდინი მოგიწევთ. […]

„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს. ეთუნა ინწკირველი: ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი ქარსელაძე: „პირდაპირ მითხრეს, ნარკომანის შვილს რძლად ვერ მივიღებთო…“

ნინი ქარსელაძემ „რეაქციის“ გუშინდელ ეთერში „ტვ პირველზე“ მამის, თეკუჩა ქარსელაძის შესახებ გულწრფელად ისაუბრა და აღნიშნა, რომ რვა წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი ნარკომანი იყო… ნინიმ აღწერა ის ემოციები, რომელიც მამის დაჭერისას დაეუფლა, მაშინ, როცა „რუსთავი 2“-ის ეთერით ირმა ნადირაშვილმა გამოაცხადა, რომ მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირეს… მან ასევე აღნიშნა, რომ უყვარდა ბიჭი, რომლის ოჯახის […]

ნინი ქარსელაძე კარიერის ასაწყობად რუსეთში მიემგზავრება – „ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ…“

ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალი ნინი ქარსელაძე აღნიშნავს, რომ იანვრიდან საცხოვრებლად მოსკოვში მიემგზავრება. „ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის […]

ნინი ქარსელაძე: “ქართველებთან ყველაზე ახლო ერი არის რუსეთი“

მომღერალი ნინი ქარსელაძე, ბოლო დროს საქართველოში იშვიათად არის. ის ჯერ ევროპაში ცხოვრობდა, ამჯერად კი მოსკოვში გაემგზავრა, მისი სამომავლო გეგმები, სწორედ რუსეთს უკავშირდება, მაგრამ რას გააკეთებს იქ, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს. ნინის "მიუზიკ ბოქსი“ რუსეთში დაუკავშირდა.

ნინი ქარსელაძე საცხოვრებლად რუსეთში წავიდა

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს პრესასთან აქტიურად აღარ ურთიერთობს. მას არც ახალი სიმღერები შეუთავაზებია მსმენელისთვის, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მომღერალი რუსეთში წავიდა. ნინის სამომავლო გეგმები სწორედ რუსეთს უკავშირდება, მაგრამ რას აპირებს, ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.

თიკა, მარიკა და ნინი – როგორ შეინარჩუნეს წლების განმავლობაში ურთიერთობა პოპულარულმა მომღერლებმა

ბავშვობის მეგობრებს, მომღერლებს – თიკა ჯამბურიას, ნინი ქარსელაძესა და მარიკა თხელიძეს რესტორან „ტერასას“ მყუდრო გარემოში შევხვდით. მეგობრებს ბევრ რამეზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, როგორ შეინარჩუნეს ერთმანეთის სიყვარული და ნდობა წლების განმავლობაში. მათ ერთმანეთის დახასიათებაც ვთხოვეთ, ამ ექსპერიმენტმა სახალისო ვითარებაში ჩაიარა… როგორ გაიცანით ერთმანეთი? ნინი: მე და თიკამ ერთმანეთი ნატო დუმბაძემ გაგვაცნო, ალბათ, 9-10 წლისანი ვიქნებოდით. […]

რეკლამა