ნინი გოგიჩაიშვილი და გიორგი ჭანტურია დაშორდნენ

0
4638

ნინი გოგიჩაიშვილს შეყვარებული აღარ ჰყავს. მოდელი და ტელეწამყვანი ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის ისევ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას შეყვარებული, ნინი პასუხობს:

„პირად ცხოვრებაშზე არ ვსაუბრობ. რაღაც ყოველთვის ხდება პირადში, მაგრამ ამის გახმაურებას არ ვაპირებ. ჯერ სწავლაზე ვარ გადართული, შეყვარებული არ მყავს“.

Fortuna.ge-სთან ინტერვიუსას კითხვაზე, ფიქრობენ თუ არა ის და გიორგი დაქორწინებაზე, ნინიმ გვიპასუხა:

„რა ვიცი… არასდროს არ მიფიქრია, ახლა უნდა გავთხოვდე-მეთქი. სულ დაკავებული ვარ, მაქვს ინტერესი და გეგმები, რომელთა განხორციელებაც მინდა. მყავს ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც მომავალზე ვფიქრობ, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამას დრო გვაჩვენებს“.

შეგახსენებთ, რომ ნინისთან ურთიერთობამდე გიორგის ჰყავდა მეუღლე, მირანდა შელია, რომელსაც რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. როგორც ჩანს, გიორგიმ და ნინიმაც დაშორება გადაწყვიტეს. ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here