ნინი ბადურაშვილი მურატ ილდირიმითან ერთად ფილმში აღარ ითამაშებს

0
1660

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში ნინი ბადურაშვილი საუბრობს ფილმზე, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გასულ წელს ვრცელდებოდა ინფორმცია. ქართულ-თურქულ სასიყვარულო დრამაში, რომელსაც მომღერლის რეჟისორი მამა, ერეკლე ბადურაშვილი იღებს, მურატ ილდირიმს უნდა ეთამაშა მთავარი როლი ნინისთან ერთად. მათ შეყვარებულები უნდა განესახიერებინეათ.

როგორც ნინი აღნიშნავს, მურატის მონაწილეობა ფილმში ვეღარ ხერხდება და ამას საკუთარი მიზეზები აქვს:

„საკმარისი ფინანსები ვერ მოიძებნა იმისთვის, რომ მსახიობის მოთხოვნები შესრულებულიყო. თურქული სერიალის ვარსკვლავებს ძალიან მაღალი ჰონორარები აქვთ. ამ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მურატ ილდირიმის ჩამოყვანა“.

ნინის თქმით, პროექტში მურატ ილდირიმის მაგივრად სხვა თურქი მსახიობი ითამაშებს – „მურატ ილდირიმის ნაცვლად ფილმში არაჩვეულებრივი მსახიობი ემრექ კიზილირმაკი იქნება, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია. ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობთ“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here