ნინი ბადურაშვილი კრიტიკოსებს მადლობას უხდის: „დამიჯერეთ, ეს მეხმარება და ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს!..“

ნინი ბადურაშვილი კრიტიკოსებს მადლობას უხდის: „დამიჯერეთ, ეს მეხმარება და ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს!..“

ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კრიტიკულ შენიშვნებს ასაკის მატებასთან ერთად უფრო რაციონალურად უდგება და მადლობას უხდის მათ, ვისაც ის ოდესმე გაუკრიტიკებია.

ნინი წერს:

„ადამიანი, რომელიც თავის თავით მუდამ კმაყოფილია, ვერასდროს გაიზრდება, განვითარდება! ადრე, როდესაც კრიტიკულ კომენტარს ვკითხულობდი საკუთარ თავზე, ვბრაზდებოდი, ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, მაგრამ ეს იყო ადრე… ახლა კი პირიქით, ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, რა მაქვს გამოსასწორებელი და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მეხმარება წინსვლაში და განვითარებაში!

მეგობრებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მგულშემატკივრობთ. მადლობა მათაც, ვინც კრიტიკულად მაფასებს! დამიჯერეთ, ეს მე მეხმარება და ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს…)

მართლაც ძალიან საინტერესოა ცხოვრება და მით უფრო საინტერესო ხდება, რაც დრო გადის და წლები გვემატება! გამოიყენეთ ყოველი წუთი და წამი, რათა რაც შეიძლება მეტი მოასწროთ და მეტად საინტერესო გახადოთ თქვენი ცხოვრება!“

სიახლეები/

|

February 21, 2018 / 3:38 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ნინი ბადურაშვილთან რომანზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

გიორგი გასვიანის გადაცემაში „ფაბრიკა“ ნინი ბადურაშვილი სტუმრობდა. მან სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ისაუბრა იმ ჭორზე, რომელიც მისი რომანის შესახებ გავრცელდა მაღალი თანამდებობის პირთან. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვის გულისხმობდა მომღერალი ამ საუბრისას, ეს გახლდათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ინტერვიუს დროს ნინიმ აღნიშნა: „რაც ხელისუფლებაში იყო, ამაზე სულ ლაპარაკობდნენ. როცა პირველი ტალღა […]

ნინი ბადურაშვილის შავ-თეთრი კლიპის პრემიერა შედგა (ფოტოგალერეა)

ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპის სანახავად „ფაბრიკაში“ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. სანამ ლაშა ცერიაშვილის მიერ ნინის დაწერილ სიმღერაზე გადაღებული შავ-თეთრი ვიდეოს ჩვენება შედგებოდა, საღამოს მთავარი გმირის ქალიშვილი, ელენე, თავის დეიდაშვილთან ერთად დარბაზში დარბოდა, ბოლოს სცენაზე გადაინაცვლა და როცა ნინიმ პრეზენტაციის გასახსნელად მიკროფონი მოიმარჯვა, გარკვეულ ხანს სცენიდან ჩამოსვლა არაფრით უნდოდა. როგორც ჩანს, ელენე ძალიან ჰგავს […]

კადრები ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპიდან (ფოტოგალერეა)

ნინი ბადურაშვილს ახალი სიმღერა აქვს და კლიპიც გადაიღო. ვიდეორგოლის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, რომელთანაც მომღერალს რამდენჯერმე აქვს ნამუშევარი, მათ შორის, სიმღერაზე „ჩუმად მინატრე“. ახლახან ნინიმ სოციალურ ქსელში გადაღებებიდან საინტერესო კადრები გამოაქვეყნა და დაწერა: „მალე ჩემი ახალი მუსიკალური ვიდეო… ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი კლიპია, რაც კი აქამდე გადაგვიღია )“. კლიპის პრემიერა აპრილში იგეგმება. (ფოტოები)

ნინი ბადურაშვილმა მძიმე ნევროზის შესახებ ისაუბრა – როგორ დააღწია თავი

ნინი ბადურაშვილმა „ექიმების“ გადაცემაში ანტიდეპრესანტების შესახებ ისაუბრა. რთულ პერიოდში მას დასჭირდა მედიკამენტოზური ჩარევა და ამის შესახებ სამედიცინო გადაცემაში გულწრფელად ისაუბრა. „თვითნებურად, ათი წლის წინ, დავიწყე ანტიდეპრესანტის სმა. სახლიდან არ გამოვდიოდი, თუ არ მეგდო ჩანთაში. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მქონდა, მეგონა, თუკი მას შეტევის დროს არ მივიღებდი, პანიკური შეტევა დამეწყებოდა. ენის ქვეშ… და მერე ვწყნარდებოდი. ემოციური ბავშვი ვიყავი, […]

ნინი ბადურაშვილი ახალ კლიპს იღებს – „ცოტა სექსუალურობა აკლია შენს შესრულებას…“

დღეს სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილმა ახალიკლიპის გადაღებების პროცესიდან ვიდეო შემოგვთავაზა და დაწერა, რომ მალე მის ახალ ვიდეორგოლს ვიხილავთ. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ამ სიახლემ გაახარა და კომენტარებმაც არ დააყოვნა. ერთ-ერთმა მათგანმა, მარინა ქართველიშვილმა ნინის რჩევაც მისცა და დაუწერა: „აი, ყველანაირად კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ, მაგრამ ცოტა სექსუალურობა და სითბო აკლია შენს შესრულებას. უძლიერესი ხმა გაქვს. […]

რეკლამა