ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი: „დავფიქრდებით, ღირს თუ არა იცხოვრო და იმოღვაწევო იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო შენი არსებობა…“

ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი: „დავფიქრდებით, ღირს თუ არა იცხოვრო და იმოღვაწევო იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო შენი არსებობა…“

2018 წლის 2 აპრილს ჰამბურგის ახლად გახსნილ საკონცერტო დარბაზში – ElbPhilharmonie საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დახურა, მას ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა, სოლისტი კი დუდანა მაზმიშვილი გახლდათ.

კონცერტის შემდეგ ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მსმენელის სრული აღფრთოვანება ჩანს ქართველი მუსიკოსებით.

ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა:

„როდესაც სიმფონია დავასრულეთ და გარინდებული ფინალური პაუზის დროს ელბ-ფილარმონიის სცენაზე მყოფ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს თვალი გადავავლე მივხვდი, რომ დიდებულ ადამიანებთან მაქვს ყოველდღიური შეხება, მუსიკოსებთან, რომლებიც თავიანთ სამშობლოში ყველაზე უპირობო მდგომარეობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაამკვიდრონ მაგალითი, თუ როგორ უნდა ისწრაფვოდე პროფესიული სრულყოფისკენ, თუ როგორ უნდა გამოიმუშავო მოტივაცია, თუ როგორ უნდა მოინდომო მაქსიმუმი შენი ქვეყნის საერთაშორისო სარბიელზე წარმოსაჩენად. დიახ, ეს ის ორკესტრია, ვისთვისაც საქველმოქმედო ფონდებს და მათ შორის “ქართუს” არც ხელფასები და პრემიები დაურიგებია, არც ინსტრუმენტები შეუძენია და არც დარბაზი გაურემონტებია, ეს ის ორკესტრია, რომელიც 95-წლიანი ისტორიის განმავლობაში მუდამ პირისპირ ეჯახებოდა უსამართლობას, ვისაც წამებით მოუკლეს მთავარი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ვინც უსამართლოდ გამოაძევეს მათივე საკონცერტო დარბაზიდან 90-იან წლებში, ხოლო მათი სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსი მაჭავარიანის უზარმაზარი დამსახურებით მათთვის აშენებულ ფილარმონიაში დღეს ორკესტრს უზარმაზარი საიჯარო თანხის გადახდა სჭირდება, კონცერტი რომ გამართოს, ეს ის ორკესტრია, რომელიც ყოველთვის თავდაცვით რეჟიმში ექცევა პოლიტიკური წყობილებების ცვლებისას, ეს ის ორკესტრია, ვისაც 21-ე საუკუნეში რეპეტიციებზე ხან გაუსაძლისად სციოდა, ხან აწვიმდა, ხან ჭერიდან ჩამოვარდნილ ქვის ნატეხებს იგერიებდა, ხან ელემენტარული, სხვების დარი ხელფასების მოპოვების მიზნით კულტურის მინისტრების მანქანებს ფეხით მისდევდა, ეს ის ორკესტრია, ვისაც დღემდე ჭირდება ბრძოლა პირობებისთვის, ორკესტრი, რომელიც ჰამბურგის უზარმაზარ და განთქმულ დარბაზში წარადგინა პატარა, უაკუსტიკო, უროიალო, უმასშტაბო და სეისმურად საშიშ ოთახში მომზადებული საკონცერტო პროგრამა, მაგრამ ამავდროულად ეს ის ორკესტრია, რომელიც თავის სიმფონიური თუ სახალხო პროექტებით ძალიან უყვარს თავის პუბლიკას, ქართველ ხალხს, ორკესტრი, რომელსაც ჰყავს მაღალი დონის მუსიკოსები, ორკესტრი, რომელთანაც უპირობოდ თანამშრომლობენ და გულშემატკივრობენ საერთაშორისო სარბიელზე აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ორკესტრი, რომლის კარი ღიაა ახალგაზრდა დირიჟორებისათვის, კომპოზიტორებისათვის, სოლისტებისთვის. ეს ის ორკესტრია, რომელსაც ენდობა და რომლისთვისაც ყველაფერს აკეთებს მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ლეგენდა გია ყანჩელი, ეს ის ორკესტრია, რომელსაც სამშობლოში შეუმდგარი და დაუკმაყოფილებელი “ხელოვანები” თუ ყველა დროის გაუნათლებელი ჩინოვნიკები მუდამ აკნინებდნენ და მიუხედავად ამისა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან გვჯერა, რომ ახლოვდება დრო, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მიხედავს მთავრობა, გადაუჭრის უდარბაზობის და უინსტრუმენტობის პრობლემებს, გაითავისებს მის მნიშვნელობას და ღვაწლს ქართული ხელოვნების ისტორიის წინაშე. და თუ კი ისევ უტოპიური აღმოჩნდა ჩემი იმედები, დავფიქრდებით, ღირს თუ არა იცხოვრო და იმოღვაწევო იქ, სადაც ყველაზე მეტადაა საჭირო შენი არსებობა, იქ, სადაც შენი ვალდებულებაა გემოვნების და პროფესიონალიზმის შკალა ყოველწამიერად აკონტროლო და ყველაფერი აკეთო, რომ მომავალი თაობა უფრო კულტურული, უფრო ევროპული, უფრო ესთეტური და უფრო განათლებული იყოს.

მინდა, საჯაროდ მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გერმანიაში ჩატარებული კონცერტის დიდი წარმატება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს და მათ ოჯახებს, ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ყველა თანამშრომელს და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებსა და ქომაგებს, რომელთა არსებობაც და სიმრავლეც ყველაზე დიდი ბედნიერება და მოტივაციაა ჩვენთვის!!!“

სიახლეები/

|

April 10, 2018 / 2:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“

ნიკა გვარამია წერს, რომ „მხოლოდ ქართულმა“, გუშინდელი შედეგით, „იქს ფაქტორს“, რომელიც კონკურენტ არხზე გადის, დიდი სხვაობით მოუგო. „იქს ფაქტორი“ გუშინ „იმედზე“ დაიწყო, ჯერ ჩანაწერები გადის და როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი აღნიშნავს, მხოლოდ 13%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „მხოლოდ ქართულს“ 21%-იანი რეიტინგი აქვს. ნიკა აღნიშნავს: „მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ: 🔴არ არსებობდა პროექტი […]

მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის ზღაპრული თაფლობის თვე (ფოტოები)

„პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი, მარიამ ვაშაძე მცირე ხნის წინ გაბედნიერდა. მისი რჩეული ვანო ბენიძეა, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის. ვანო დათა ახალაიას მეუღლის ძმა გახლავთ. ვანოსა და მარიამს ახლა თაფლობის თვე აქვს, რომელსაც ზღაპრულ ადგილას ატარებენ. წყვილი ფოტოებს აქვეყნებს მალდივებიდან, სადაც დასასვენებლად იმყოფება. მარიამისა და ვანოს ფოტოებს სოციალურ ქსელში, მათი მეგობრების მხრიდან, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს […]

მერაბ ნინიძე „Homeland“-ში – პირველი კადრები (ვიდეო)

პოპულარულ სერიალში „სამშობლო/Homeland“, რომლის მეშვიდე სეზონი სწორედ ახლა უახლოვდება დასასრულს, ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე გამოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მსახიობი „სამშობლოს“ პროდიუსერებს „მაკმაფიაში“ უანხავთ, სადაც რუსი მაფიის წევრის როლს ასრულებს და რუსი გენერლის როლი შესთავაზეს, რაზეც ქართველი მსახიობი დათანხმდა. მერაბ ნინიძე მეშვიდე სეზონის მე-11 სერიაშ გამოჩნდა. კერი მეტისონი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მუსიკალური მოგზაურობა კინოსამყაროში ნიკოლოზ რაჭველისგან

მსოფლიო კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და რამდენიმე სოლისტის შესრულებით წელს, 9 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმართა. წარმატებული პროექტი მუსიკოსებმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მე-18-ჯერ წარმოადგინეს. მუსიკალური მოგზაურობა კინოსამყაროში იმდენად საინტერესო, ნოსტალგიური და მელოდიურია, რომ გულგრილს ვერ დაგტოვებთ, პროექტის მოსმენა აუცილებლად მოგინდებათ ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ორგანიზატორები მის გამეორებას გადაწყვეტენ, მით უმეტეს, თუკი სიახლეა დაანონსებული. […]

ბიორკისა და ნიკოლოზ რაჭველის პირველი ერთობლივი ფოტო – „ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა 20 წელი და შევხვდებოდი…“

ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი საქართველოშია. ის ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ისნტრუმენტების რეპეტიციას დაესწრო. მოგეხსენებათ, 31 ოქტომბერსა ფილარმონიაში, ხოლო 3 ნოემბერს – ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი ორი კონცერტი გაიმართება. ბიორკი შეასრულებს კომპოზიციებს ახალი ალბომიდან, ასევე რამდენიმე ძველ სიმღერასაც. SOU ფესტივალის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში, ბიორკი საქართველოს რამდენიმე მხარეს მოინახულებს და ქართული ფოლკლორის ნიმუშებსაც […]

ანიტა რაჭველიშვილის მასშტაბური კონცერტი პიაცაზე 23 აგვისტოს გაიმართება

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლის, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბათუმში, პიაცაზე, 23 აგვისტოს გაიმართება. კონცერტის წარმდგენები არიან აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. პროექტის სახელწოდებაა „მუსიკა გვაერთიანებს“, ეს სახელწოდება თემატურია, ვინაიდან ღონისძიებაზე განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი გველის. კონცერტის მონაწილე ასევე იქნება იტალიური პროგრესული როკ-ჯგუფი „Profusion“. […]

რატომ დასჭირდა ხელჯოხი ნიკოლოზ რაჭველს – „მაესტრო ჟოფრეი…“

სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ნიკოლოზ რაჭველი ხელჯოხით ხელშია გამოსახული. მომღერალი ფოტოს ამგვარ კომენტარს უკეთებს:„ნუ, ყველაფერს იხდენს! მაესტრო ჟოფრეი“. მისი მეგობრები კითხულობენ, სად არის ანჟელიკა, რაზეც სოფო პასუხობს, რომ ანჟელიკა გვერდით უზის. მარინა ბერიძე დაინტერესდა, რატომ დასჭირდა მაესტროს ხელჯოხი, რაზეც სოფომ უპასუხა: „კონცერტის წინა დღეს იღრძო მარჯვენა ფეხი კიბეზე…“ სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ნიკოლოზ […]

ნინო ქათამაძე: „ეს არის დღე, როცა ყველა სიგიჟეს გპატიობენ…“

ვინც ნინო ქათამაძის შემოქმედება მცირე დოზით მაინც იცის, ისიც ეცოდინება, რომ ის თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტია. სხვადასხვა ალბომშიც და სცენაზეც მუსიკოსი სიახლეებისკენ ისწრაფვის, თუმცა როგორც „თბილისი მარიოტში“ „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 21 აგვისტოს მსმენელი მისგან კიდევ არაერთ საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტს მოისმენს. პრესკონფერენციას კონცერტის მენეჯერი ბუკა კარტოზია და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ესწრებოდნენ. ღონისძიება […]

რეკლამა