ნიკოლოზ ქანთარიას ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია (ფოტო+ვიდეო)

ნიკოლოზ ქანთარიას ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია (ფოტო+ვიდეო)

დიზაინერ ნიკოლოზ ქანთარიას ბრენდი „Nickola’s“ 2012 წლიდან გამოჩნდა. მოდის სფეროში სერიოზული კონკურენციის მიუხედავად, დიზაინერი ცდილობს, ახალ-ახალი კოლექციებით ხშირად გაანებივროს მომხმარებელი და სიახლეები შესთავაზოს მათ. ნიკოლოზი მომხმარებელთა ნაკლებობას არ უჩივის და მათთვის საინტერესო ნამუშევრებს ქმნის, ისეთს, როგორსაც ყველა ვერ ჩაიცვამს.

ახლახან 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის ახალი კოლექცია შექმნა. დიზაინერი მუშაობს ყველაფერზე, ტანსაცმლით დაწყებული, აქსესუარებით დასრულებული. ახალი კოლექცია-კაფსულა მან ვიდეოარტში წარმოადგინა, ასევე ინტერნეტსივრცეში ამავე კოლექციის ფოტოებიც განათავსა.

ნიკოლოზ ქანთარიას მაღაზია და ატელიე ფუნქციონირებს თბილისში, თუმცა აქვს სურვილი და ამაზე მუშაობს კიდეც, რომ მისი ნამუშევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კონცეპტუალურ მაღაზიებში გაიყიდოს.

ქანთარიას ატელიეში მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის ერთი, განსხვავებული სამოსი იკერება, ექსკლუზიურად. როგორც თავად მიიჩნევს, ეს არ არის კომერციულად მომგებიანი, მაგრამ თავად ასე ურჩევნია.

 

სიახლეები/

|

July 5, 2018 / 3:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაზაფხულზე – ასეთი სილამაზე არ გინახავთ

ზაქარია ჭელიძის ფოტო თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, რომელიც ახლახან არის გადაღებული, ნამდვილად მოგაგონებთ კადრს ფილმიდან. ასეთი სილამაზის ნახვა თავად შეგიძლიათ, თუკი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრებით და იქ აყვავებულ იასამნებს ნახავთ. ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. „სუნთქვა გამიჩერდა“, წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის „ფეისბუქი“ მკითხველებს ამცნობს, რომ მათი მოსწავლე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენე გოგალაძე ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის უნივერსიტეტში, რომელიც აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს იღებს ყოველწლიურად. „რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად? ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის […]

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

რეკლამა