ნიკოლოზ ბასილაშვილი – თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი და მისი პირადი ცხოვრება

ნიკოლოზ ბასილაშვილი – თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი და მისი პირადი ცხოვრება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველი გულშემატკივარი გაახარა და ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებული გახდა. სოციალურ ქსელში ყოველი მეორე მის ფოტოს აზიარებს. ფინალური შეხვედრის შემდეგ, სადაც გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ჩოგბურთელმა გულშემატკივრობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელია, რადგან მან ტურნირის მოგება შეძლო. მის შესახებ ქართველ გულშემატკივარს უკვე დიდი ხანია, ესმის.

ჰამბურგში მოგებამდე მისი პროფესიონალური კარიერა ასე გამოიყურებოდა: ბასილაშვილი სამჯერ გავიდა ATP-ის ტურნირების ფინალებში ერთეულთა თანრიგში, სადაც ორჯერ დამარცხდა, ხოლო 2018 წლის 29 ივლისს გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვება მოიპოვა. მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის ტურნირი (მეორე დონის ტურნირები მამაკაცთა ჩოგბურთში) და 10 ITF Futures-ის (მესამე დონის ტურნირები) ერთეულთა თანრიგში. მას ორჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები – ჩეხი ტომაშ ბერდიხი 2016 წელს[2] და ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2017 წელს. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან და რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი ორჯერვე დამარცხდა.

რაც შეეხება მის პირადს, ბასილაშვილის მეუღლე ნეკა დოროყაშვილია, რომელიც ინტერნეტის მიმოწერის საშუალებით გაიცნო. ულამაზეს წყვილს ერთი შვილი ჰყავს. მას ლუკასი ჰქვია. მამას სურს, რომ მისი შვილიც სპორტს გაჰყვეს და ფეხბურთელი გახდეს. გთავაზობთ ფოტოებს ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ალბომიდან.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

July 30, 2018 / 1:18 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ნიკოლოზ ბასილაშვილს ტურნირზე მონაწილეობის თანხა არ ჰქონდა… კომპანიამ არ დააფინანსა…“

არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველოში ნიჭიერ ადამიანებს დაფინანსების მოპოვება ძალიან უჭირთ. ჩოგბურთელმა ახლახან ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა რაფაელ ნადალთან და მართალია, ვერ მოიგო, თუმცა ქართველი და არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა. პიარმენეჯერი მეკო აბრამია წერს, რომ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობისას ნიკოლოზ ბასილაშვილი მას დაფინანსების მოსაპოვებლად დაუკავშირდა, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობას ეს […]

რეკლამა