ნიკოლ კიდმანი შვილებს მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით ეკონტაქტება

0
39

ნიკოლ კიდმანი შვილებს მოკლეტექსტური შეტყობინებების საშუალებით ეკონტაქტება. საუბარი მსახიობის და მისი ყოფილი მეუღლის – ტომ კრუზის ერთობლივ შვილებზე – კონორსა და ბელა კრუზებზეა, რომლებიც უკვე 10 წელია მამასთან ერთად ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ჯერ კიდევ 1990 წელს იქორწინეს. ქორწინებიდან მალევე კი გაირკვა, რომ წყვილს ბავშვი არ უჩნდებოდა. ვარსკვლავებმა ორი პატარა აიყვანეს. ჰოლივუდური ოჯახი 10 წლის მერე – 2000 წელს დაინგრა. საბოლოო გადაწყვეტილებით კი ბავშვები საცხოვრებლად მამასთან გადავიდნენ. 2013 წელს ნიკოლის ადვოკატი გამოტყდა, რომ საიენტოლოგიურმა ეკლესიამ ბავშვები დედის წინააღმდეგ განაწყო.

საქმე იმაშია, რომ ტომ კრუზმა ახალი სარწმუნოება მაშინ მიიღო, როდესაც კიდმანთან ერთად ცხოვრობდა და ეკლესიაში ბავშვების ტარებაც დაიწყო. მას მერე რაც წყვილი დაშორდა, კონორმა და ბელამ მამასთან ერთად ცხოვრება არჩიეს. რაც შეეხება ნიკოლს, ეს უკანასკნელი ორ უმცროს შვილს მეუღლესთან – ქეით ურბანთან ერთად ზრდის. მსახიობს მეორე ქორწინებიდან ქალიშვილები – 7 წლის სანდეი როუზი და 4 წლის ფეით მარგარეტი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ვარსკვლავი გამოტყდა, რომ უფროს შვილებთან ხშირად კონტაქტი ესემესების საშუალებით აქვს.

“ისინი ძალიან კეთილები, მონდომებულები და კარგები არიან. ეს ის თვისებებია, რისი დანახვაც მე ჩემს შვილებში მსურს. მე საიენტოლოგიაზე საჯაროდ განცხადებას არ გავაკეთებ. ჩემი ორი შვილი ამ რელიგიის მიმდევარია და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. უბრალოდ მათ მამასთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს და რას ვიზამთ?!“ – გამოტყდა მსახიობი.