ნიკა ვაჩეიშვილი: „ვისაც სუხიშვილების ცეკვა გეუცხოვებათ, ნახეთ „დავითის როკვა“

ნიკა ვაჩეიშვილი: „ვისაც სუხიშვილების ცეკვა გეუცხოვებათ, ნახეთ „დავითის როკვა“

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თან ბეთანიაში გადაღებული ფრესკის ფოტოც ახლავს თან. როგორც საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრი და ხელოვნებათმცოდნე წერს, ამ პოსტს მათთვის აქვეყნებს, ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია ეუცხოვება.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აღნიშნავს:

„ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი, მისი სამოსიც ძალიან ჰგავს დღეს „ახალშექმნილ“ მიმოხვრას.

ნუ გაგვიკვირდება, რაც ზოგჯერ „ახალი“ და ამიტომაც „მიუღებელი“ გვგონია, ძველადაც ყოფილა და ეს მუდმივი „ძველახლობა“ ხშირად ტრადიციაა.

ამიტომაც მომწონს სუხიშვილები – ძერწავენ ახალს, ზოგჯერ ძველი მასალით. ძალიანაც კარგი 🙂

ფოტოზე:

ბეთანია, სამხრეთის სარკმლებსშორისი მონაკვეთი. დავითის ცეკვა.

ფოტოსთვის მადლობა ქ-ნ ლელა ჭუმბურიძეს“.

სიახლეები/

|

January 26, 2018 / 12:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიამ ვაშაძის ულამაზესი ნაძვის ხე (ფოტო)

მარიამ ვაშაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ულამაზესად მორთული ნაძვის ხეა გადაღებული. ნაძვის ხე მისაღებ ოთახში დგას და კარგად ეხამება კრემისფერსა და ოქროსფერს, რომლებიც სახლის მთავარი ფერები გახლავთ. ბინის დიზაინზე ტელეწამყვანის მეუღლემ, ვანო ბენიძემ იზრუნა, მარიამმა კი სულ ბოლოს შეაფასა. სხვათა შორის, რადიო „ფორტუნა“ გადაცემით „33 კითხვა ფორტუნასგან“, მარიამს მცირე ხნის წინ ესტუმრა შინ. […]

ოთო ფოლადაშვილი: „ირინკას არ ვაძლევ საშუალებას, რომ რამე არ გამოუვიდეს, ვაწამებ და ვაწვალებ!..“

ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ამ სეზონზე. წინ პროექტის ნახევარფინალი და ფინალია. ირინკა და ოთო ყველა ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას და შემდეგ ორშაბათსაც შეეცდებიან, ორიგინალური ილეთებით გააკვირვონ საზოგადოება. კაფე „ორანჟერეას“ ეზოში, რომელიც ულამაზესად არის მორთული საახალწლოდ, წყვილმა სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ… ერთ-ერთი ფავორიტი წყვილის ნომერსაც შეგახსენებთ: 0903300330. ირინკა, ოთო […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„სუხიშვილები“ ახალი პროგრამით უპოვართა სასადილოს დასახმარებლად!..

„სუხიშვილები“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ ერთიანდება უპოვართა დასახმარებლად! წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მდებარე პატარა უფასო სასადილო უკვე 6 წელზე მეტია, ყოველდღე ცხელი სადილით უმასპინძლდება 150-ზე მეტ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. უპოვართა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სახსრების სიმცირის გამო სასადილომ შეიძლება ვეღარ მოახერხოს კეთილი საქმის გაგრძელება… 16 ნოემბერს, 20:00 საათზე ერთად, ერთმანეთისთვის, სიკეთისთვის ტარდება საქველმოქმედო კონცერტი […]

22 ივნისს „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება

22 ივნისს, საღამოს 20:00 სთ-ზე თბილისის საკონცერტო დარბაზში თენგიზ სუხიშვილის დაბადებიდან 80 წლის საიუბილე საღამო გაიმართება. თენგიზ სუხიშვილი, შემოქმედებითი ცხოვრებისა და ანსამბლის ხელმძღვანელობის მიღმა, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დიდი ქველმოქმედიც გახლდათ. სწორედ ამიტომ თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, 22 ივნისის საიუბილეო კონცერტიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ღონისძიებაზე  შესული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას. […]

„თეატრალურის კვარტეტი“ და „სუხიშვილები“ ერთობლივ კონცერტებს თბილისში გამართავენ

9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, რიყის პარკში, 20:00 საათზე, „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“ კონცერტებს გამართავენ. ღონისძიების სახელწოდებაა „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება. რაც მთავარია, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. ჩვენ დავუკავშირდით „თეატრალურის კვარტეტის“ წევრს, ლაშა კერვალიძეს, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ლაშა კერვალიძე: ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში […]

„სუხიშვილები“ საქართველოს ნაწილის ოკუპაციას სპეციალური საპასპორტეებით აპროტესტებენ

ბრენდმა Giovanni Morra -მ რომელიც სხვადასხვა სახის აქსესუარებს უშვებს, ახალი და განსხვავებული პასპორტის ბუდეები შექმნა. საპასპორტეები, რომლებიც საქართველოს ნაწილის ოკუპაციას აპროტესტებს, გაყიდვაში მცირე ხნის ჩაეშვა. იდეის ავტორი და შემსრულებელი გიორგი პოპიაშვილია. როგორც „ფორტუნასთან“ Giovanni Morra-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა ადამიანებისთვის, საკუთარი ხმის და პროტესტის გასავრცელებლად. საპასპორტეებმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ახლახან „სუხიშვილებმა“ გაავრცელეს […]

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს ორი მეგავარსკვლავი ეწვევა

14 მარტს, „Republic“-ში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი. სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტი უკვე მესამედ გაიმართება და საქართველოს უამრავ რეგიონში […]

რეკლამა