ნიკა გვარამია “მგზავრებს“ პასუხობს – “სოხუმიდან თბილისში ცალი “კალოშით“ კი არა, ფეხშიშველი ჩამოვედი…“

0
21

“რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მწვავედ გამოეხმაურა “მგზავრების“ 9 აპრილს, პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ნინი დედალამაზიშვილს პასუხობს, რომელმაც ჯგუფის პოზიცია გაახმოვანა სოციალურ ქსელში.

ნინის თქმით, “მგზავრები“ 9 აპრილს, პეტერბურგში აქციაკონცერტს გეგმავენ, ვიდეოინსტალაციითა და წუთიერი დუმილით. საკუთარ პოსტში ნინი შეეხო “რუსთავი 2“-ის დირექტორს და დაწერა, რომ პატივს სცემს მას და იმას, რასაც მიაღწია თბილისში ცალი “კალოშით“ ჩამოსულმა…

ნიკა ამ პოსტს აქვეყნებს და თავის მხრივ, წერს:

“გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ “მგზავრები“, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, “მგზავრების“ ჩათვლით.

მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვა-თამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას – მაღალო ღმერთებო, თქვენ შე..ით ყველა გამო…ბულს.

ps სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი, თქვენ რომ სამღერლად ეახლებით, იმათი დამსახურებით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here