ნიკა გვარამია მეუღლეს: “ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამომრჩა – შენ”

0
3505

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს. ნიკამ სოციალურ ქსელში, ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა.

“მოვიდა დრო და როგორც იქნა მყოფნის გამბედაობა, საჯაროდ მიყენებული ტკივილის შემდეგ, საჯაროდვე ვუთხრა: სოფო, ყველაზე კარგი ხარ და სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ  ❤️ მაპატიე, რომ იმ აღიარების უმძიმეს წუთებში, ყველაზე და ყველაფერზე ვიფიქრე, შენს გარდა. ყველას და ყველაფერს გავუფრთხილდი, შენს გარდა. ყველას და ყველაფრისთვის ვიბრძოლე, შენს გარდა და დღეს ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამომრჩა – შენ.  თუმცა, მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივეს ვიზამ.

მადლობა, რომ პირველმა შენ მომიწონე, რაც ვქენი. მადლობა, რომ პირველი შენ დამიდექი გვერდით. მადლობა, რომ ისეთ მორალურ სიმაღლეზე დადექი, რომელსაც მე ვერასდროს შევწვდები. სინამდვილეში, იმ აღიარების ყველაზე დიდი გმირი შენ იყავი და ყველაზე დიდი მსხვერპლიც შენ გაიღე.
მადლობა, რომ მყავხარ და გიყვარვარ იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებ  ❤️ – წერს გვარამია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here