ნიკა გვარამია: „ძველი ფანტასტიკური ქართული მუსიკა „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება!..“

0
1032

„მთავარ არხზე“ „მხოლოდ ქართული“ იწყება. პროექტი, რომელიც ნიკა გავრამიას იდეით შეიქმნა, მხოლოდ ქართული სიმღერების შესრულებას გულისხმობს. მისი პირველი გამარჯვებული გახლდათ სოფო ბათილაშვილი, მეორესი კი – გიორგი კელაპტრიშვილი.

პროექტში სიახლეებია, მათ შორის ისიც, რომ პროექტის ჟიურის წევრობიდან მარინა ბერიძემ „მხოლოდ ქართულის“ პროდიუსინგში გადაინაცვლა.

რაც შეეხება „მხოლოდ ქართულის“ იდეის ავტორს, ნიკა გვარამიამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:

„დიახ, ჩვენს მაყურებელს უყვარს და ელის „მხოლოდ ქართულს“, ჰოდა, ძალიან მალე იწყება მთავარი მეგაშოუ – „მთავარ არხზე“. გვიყურეთ, იმიტომ, რომ „მხოლოდ ქართული“ ყველაზე მაგარი მუსიკალური შოუა, იმიტომ, რომ ყველაზე კარგი და ხარისხიანი მუსიკა კეთდება ამ შოუში, იმიტომ, რომ ჩვენთან არ არის ფონოგრამა და მშრალი მინუსი, არის ხშირად ორკესტრი, ხშირად  უნიკალური და განსხვავებული ვერსიები და არის  კარგად  დავიწყებული ძველი ფანტასტიკური ქართული მუსიკა, რომელიც ცოცხლდება ჩვენი მეგაშოუს სცენაზე. დაგველოდეთ, ძალიან მალე მთავარ არხზე მთავარი მეგაშოუ იწყება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here