Nicolas Jaar-ს Spacehall 21 სექტემბერს უმასპინძლებს

Nicolas Jaar-ს Spacehall 21 სექტემბერს უმასპინძლებს

ელექტრონული მუსიკა, ციფრული ხელოვნება და სივრცე – განათებისა და ხმის სინთეზის მოყვარულ მსმენელებს 21 სექტემბერს მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ Spacehall-ში Nicolas Jaar-ის შემოქმედების მოსმენა შეეძლებათ.
ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია Decoder-ის პრეზენტაციაზე გახდა.

Decoder-ის პროექტის მენეჯერ მირიან ჯეჯელავას თქმით, ერთდღიანი ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და სცენის გამორჩეული სახელის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული:
„ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებისგან შედგება და ისეთ სახელებს უმასპინძლებს, რომლებიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში დღეისათვის მუსიკალურ ამინდს ქმნიან“, – აღნიშნა მირიან ჯეჯელავამ.

„Decoder-ის“ კონცეფცია ელექტრონული მუსიკის და ციფრული ხელოვნების სფეროში არსებული ტექნოლოგიების და ინოვაციების ფართოდ გავრცელებას ემყარება. მუსიკოსებს, მხატვრებს და ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ხედვა და გამოცდილება მსმენელს გაუზიარონ.

Decoder-ის პირველი სერია 21 სექტემბერს Spacehall-ში ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას – Nicolas Jaar-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას, Spacehall-ის წარმომადგენლის ნაჯა ორაშვილის თქმით, პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს:


„პირველი საღამოს შემსრულებელი იქნება Nicolas Jaar-ი, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთერთი ყველაზე გამორჩეულია. ის აღიარებულია თანამედროვე სცენაზე. მისი სადებიუტო ალბომი Space is only noise 2011 წელს Residents Advisor-ის, Mixmag-ისა და Crack Mag-ის მიერ წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი მას საუკეთესო ცოცხალი შესრულების მქონე არტისტის ტიტული ჰქონდა“, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

ასე დაიწყება ფესტივალების სერია. ივენთი ყოველთვიურად სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, შესაბამისად, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ფიგურების ტრეკები მოისმინოს და გაიზიაროს.
ივენთი 21 სექტემბერს, საღამოს 10 საათზე დაიწყება და 2-2.5 საათს გასტანს.

 


ბილეთები Spacehall-ის საიტზე იყიდება. ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, ბილეთების ფასი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით განისაზღვება და ის 60, 70 და 80 ლარს შეადგენს.

სიახლეები/

|

August 21, 2017 / 4:47 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძე რუსულ „ვოგს“: „ინგლისურად დაგელაპარაკებით, რადგან რუსულად კარგად ვერ ვსაუბრობ…“

რუსულმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანუკი არეშიძე საუბრობს იმის შესახებ, რა დევს მის ჩანთაში. როგორც ანუკი აღნიშნავს, რუსულად კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ ინგლისურად ურჩევნია ინტერვიუს მიცემა. „როცა გარეთ დავდივარ, ჩემი ტელეფონები მიმაქვს, ერთი არის სამუშაოსთვის, ერთი იმეილებისთვის, ერთი ოჯახისა და ფოტოებისთვის, კიდევ ერთი კი მეგობრებისთვის. ეს ჩემი ფოტოკამერაა, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და სულ თან […]

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის შესახებ: „გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ!..“

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის, ნინის მხარდასაჭერად პოსტს ავრცელებს. მოდელი ულოცავს საქართველოს ახალ მისს და აღნიშნავს, რომ აქამდე გააზრებული არავის ჰქონია, „მის საქართველო“ ლამაზიც უნდა იყოს და განათლებულიც და სწორედ ასეთია ნინი გოგიჩაიშვილი. ნანუკა წერს: „ვულოცავ საქართველოს ახალ მისს , ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას რა თანმხლები ეტაპები მოჰყვება, ასე რომ, გინდოდათ […]

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში ეცვა, კვლავ განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელებში დილიდან აზიარებენ მის ფოტოს, სადაც თეთრი ზედა და შარვალი აცვია და მუცელი უჩანს. ზოგს მოსწონს ტელეწამყვანის დაკლებული კილოგრამები და სითამამე, ზოგს – ნაკლებად და აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ ასე ჩაიცვას. შეგახსენებთ, მისი სამოსი დათუნა სულიკაშვილის ნამუშევარია. […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა