ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და ნიკოლოზ რაჭველი „ვოისის“ მწვრთნელები იქნებიან

ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და ნიკოლოზ რაჭველი „ვოისის“ მწვრთნელები იქნებიან

მუსიკალური მეგაშოუ „ვოისი“, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს, საქართველოს სატელევიზიო სივრცეს უბრუნდება. ადრე ის „იმედზე“ „ახალი ხმის“ სახელწოდებით რამდენიმე სეზონის განმავლობაში გადიოდა, ახლა კი ტელეშოუს Nova Productions მოამზადებს „პირველი არხისთვის“.

უკვე ცნობილია, ვინ იქნება მწვრთნელებს შორის. „ვოისის“ ქართულ ვერსიას მენტორად სტეფანე დაუბრუნდება, რომელიც მის პირველ სეზონებშიც მონაწილეობდა. ახალი მწვრთნელებს შორის ნიაზ დიასამიძე და ნიკოლოზ რაჭველი იქნებიან.

ახლახან ნიკოლოზ რაჭველმა პოსტიც გამოაქვეყნა ამის თაობაზე და დაწერა:

„მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვიმუშავო მუსიკალური მეგაშოუს ფორმატში, თუმცა ვიცი, რომ ამჟამად არა მხოლოდ ჟიურის წევრობა, არამედ მწვრთნელობა მომიწევს და ეს ძალიან ახლოსაა ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ განხრასთან, რასაც დირიჟორობა ანუ მუსიკალური ხელმძღვანელობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამოღვაწეო სფერო ძირითადად კლასიკური მუსიკაა, ბოლომდე ვრჩები გია ყანჩელის ფილოსოფიის მიმდევრად, რის მიხედვითაც მთავარია ხარისხი და გემოვნება, განურჩევლად მუსიკალური მიმდინარეობისა და ჟანრისა.

ვიმედოვნებ, რომ საინტერესო და სასიამოვნო იქნება ახალგაზრდა მომღერლებთან მუშაობის პროცესი და ამ პანდემიურ ეპოქაში შანსი გამიჩნდება საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გავაკეთო სიკეთე და გავახარო როგორც ჩემს გუნდში მოხვედრის მსურველი კონკურსანტები, ასევე ტელემაყურებლები, რომლებიც დაელოდებიან ყოველ გადაცემას საინტერესო მუსიკალური თავგადასავლების თანაგანცდის იმედით!

P.S. ბედნიერებაა პროექტში ჩემს ძვირფას მეგობრებთან, სტეფანესთან და ნიაზთან ერთად ყოფნა, მეოთხე მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით მეც არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, სასიხარულო იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც კომპანია “ნოვა” და საზოგადოებრივი მაუწყებელი კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთობლივად მიიღებენ!“

სიახლეები/

|

January 12, 2021 / 2:33 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქეთი ხატიაშვილი: „თავდაყირა დგომა ორ-სამ ძვირად ღირებულ სახის მოვლის პროცედურას უდრის…“

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს: „მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია, ბევრი ვიმოძრაოთ. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამხდრები ვიყოთ და ლამაზი ფორმები გვქონდეს, ეს ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ყველას გვინდა, ჯანსაღი და ლამაზი სახის კანი გვქონდეს, ამიტომაცაა კარგი თავდაყირა დგომა, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თქვენ […]

ფოტოგალერეა: ნინი ქარსელაძის გლამურული და ბრენდული ჩაცმულობა

ნინი ქარსელაძე საკუთარ გარდერობს დიდ ყურადღებას აქცევს და ყოველთვის კარგად გამოიყურება. მომღერლის სამოსსა და ნივთებს შორის ბევრი ბრენდია, მათ შორის „შანელი“ და „დიორი“ . ერთ-ერთი ბოლო ანსამბლი, რომლითაც ის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა, სწორედ „შანელის“ პიჯაკსა და შარვალს და „დიორის“ ცნობილ ჩანთას აერთიანებს. (ვრცლად/ფოტოები)

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ფოტოები ახლახან Savemoment Studio-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯვრისწერისას გადაღებული კადრებიც არის, ასევე ტაძრის გარეთ წყვილისთვის და ცალკე პატარძლისთვის გადაღებული ფოტოებიც. გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა სვეტიცხოველში დაწერა. პატარძალი ულამაზესი იყო დათუნა სულიკაშვილის კაბასა და მოკლე მოსაცმელში, რომელსაც მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნათია თოდუამ გერმანული „ვოისის“ ჟიური ააცეკვა და შემდეგ ტურში გადავიდა (ვიდეო)

ქართველი მომღერალი გერმანულ „ვოისში“ შემდეგ ტურში გადავიდა. მან მოწინააღმდეგესთან ერთად რობინ თიქის ცნობილი სიმღერა „Blurred Lines“ შეასრულა. სიმღერამ ჟიურის წევრები ცეკვის ხასიათზე დააყენა და მომღერლების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს, თუმცა ნათია მეტოქესთან შედარებით უკეთესად შეაფასეს და ის შემდეგ ტუტში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ გერმანულ „ვოისში“ ქართველი მონაწილე ბრმა კასტინგზეც აპლოდისმენტებით მიიღეს. მან ჟიურის წევრებისა და მაყურებლის […]

უკრაინულ Voice-ში შესრულებული ქართული ჰიტი და აცეკვებული დარბაზი (video)

უკრაინულ „ვოისში“ ქართული სიმღერა არაერთხელ შეუსრულებიათ და ჟიური ყოველთვის მოხიბლულა ამით, მაგრამ ქართულ სიმღერას უცხოურ პროექტში ძირითადად ქართველი მომღერლები ასრულებენ.

ექსკლუზივი – ნუცა ბუზალაძემ თურქული “ვოისის” მესამე ტური გადალახა

ნუცა ბუზალაძემ თურქული "ვოისის" მესამე ტური გადალახა - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მომღერალმა ამის აღსანიშნავად ახლახან სოციალურ ქსელში ფოტოც გაოაქვეყნა წარწერით "მესამე ტურიც წარმატებით დასრულდა".

ნუცა ბუზალაძე თურქული “ვოისის” მესამე ტურისთვის ემზადება

როგორც იცით ნუცა ბუზალაძე თურქულ "ვოისში" იღებს მონაწილეობას. ქართველმა მომღერალმა ბრმა ქათინგი წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც მეორე ტურის გარეშე მოხვდა მესამე ტურში. ამჟამად ნუცა კვლავ თურქეთში იმყოვება და მესამე ტურისთვის ემზადება, რომელიც დღეს შედგება.

სალომე დოლიძე “ფორტუნას“ საჩუქარმა შოკში ჩაააგდო – Coldplay-ს კონცერტზე მივემგზავრები!..“

"ვოისის“ გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდის წევრი, გიორგი ნადიბაიძე გახდა, თუმცა სხვა მონაწილეებიც არ დარჩენილან გულდაწყვეტილები. განსაკუთრებით ნოდიკო ტატიშვილის გუნდის წევრს, რადიოჰოლდინგმა "ფორტუნამ“, რომელიც "ვოისის“ მხარდამჭერი გახლდათ, ისეთი პრიზი გადასცა, რომელზეც ალბათ, ყველა მელომანი ოცნებობს – Coldplay-ს კონცერტის ბილეთი, რომელიც გერმანიაში იმართება.

რეკლამა