#NBAVOTE zaza pachulia – აჰყევით მასტერის სიმღერას ზაზა ფაჩულიას შესახებ!.. (ვიდეო)

0
2175

წინა წელს, იანვრის თვეში, როცა „ენბიეიმ“ ხმის მისაცემად კალათბურთის ფანებს მიმართა და შესთავაზა, ყოველ 24 საათში ერთხელ დაეპოსტათ სოცქსელში #NBAVOTE და შემდეგ საყვარელი მოთამაშის სახელი და გვარი იმისთვის, რომ „ოლ სტარში„ თამაშის უფლება მოეპოვებინათ მათთვის, მთელი საქართველო ჩაერთო ამ აქციაში. ზაზამ მაშინ საკმაოდ ბევრი ხმა მოაგროვა, თუმცა ხუთეულში, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა.

ახლახან „ენბიეიმ“ შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც დასავლეთის კონფერენციის ფორვარდებს შორის ზაზას მეორე ადგილი უკავია 400 000-ზე მეტი ხმით. ამერიკული პრესა, წინა წლის მსგავსად, ისევ ბობოქრობს, ქართველები კი ხმის მიცემას აგრძელებენ.

წინა წელსვე, ქართველმა რეპერმა მასტერმა სიმღერა ჩაწერა ქართველი კალათბურთელის მხარდასაჭერად. სიმღერის სახელწოდებაა #NBAVOTE zaza pachulia. მასტერი რეპავს, რომ „ამ აქციაში მთელი საქართველო ჩართულია, ალბათ, იმიტომ, რომ საქმე თვითონ ქართულია, მიდი, დაპოსტე, უკვე ნებადართულია, #NBAVOTE zaza pachulia…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here