ნათია ფანჯიკიძე: „ჩაბარდა ხო მკვლელი? ეს ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად…“

ნათია ფანჯიკიძე: „ჩაბარდა ხო მკვლელი? ეს ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად…“

ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ორმაგ მკვლელობას ეხმაურება. მოგეხსენებათ, გუშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სკოლის მოსწავლე სამართალდამცველებს ჩაბარდა. ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჩაბარდა ხო მკვლელი? კარგია. ეს ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად. უშეღავათოდ, მთელი სიმწარით უნდა ნახოს ცხოვრება ყოველმა მათგანმა, რომ ოდნავი სინათლე მაინც ჩავიდეს მათში.

არასწორად განვითარებული სულის დამსხვრევა ერთადერთი შანსია, თავიდან აეწყო ადამიანად და ეს შენივე ნებით უნდა გააკეთო, შენი ხელით უნდა გაუხეთქო თავი შენს დემონს და შემდეგ ახალ ადამიანად აღდგე.

და თუ ახლა დაღუპულებს მონსტრებად, მკვლელებს გულუბრყვილო არასრულწლოვნებად და „მოწმეებს“ საყვარელ ბავშვებად არ გადააფორმებს საზოგადოება, ეს ერთადერთი გზა იქნება იმისთვის, რომ ისევ და ისევ გაოგნებულებმა პირი არ დავაღოთ ხვალ და ზეგ, – საიდან აღმოცენდება ხოლმე „უცაბედად“ ამდენი სადისტი მკვლელი საქართველოში, ხან რომ მხედრიონის ფორმას იღებს და ხან მეგის ქარდავების. რანაირად და ამნაირად, როცა სიმპატიზირება და „გაგება“ მიდის მკვლელობის.

საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას „ქართული ვაჟკაცობის” ამგვარი მოდელი, – გაკავებულ ადამიანს რომ 30-ჯერ დანას ჩაარტყამ და მერე ახლობლების უკანალში დაიმალები, “ალ დამიწილოთ, ალაააა, მესინია, კატლეტი და პიურე არ მექნება სადილად”.

მშობლებმა კი ბოლოს და ბოლოს მეტი სერიოზულობით დავიწყოთ ფიქრი, რა ქვეყანას ვუწყობთ ჩვენს შვილებს, რა შხამით ვწამლავთ, რა უგუნურებით ვაგებთ მათ ხვალინდელ დღეს, რა სიცარიელეს და ინტერესების გარეშე, აგრესიულ, ფუჭ გარემოს ვთავაზობთ. იქნებ, ჯერ ჩვენვე განვვითარდეთ და მოვითხოვოთ პერსპექტიული ატმოსფეროს შექმნა ჩვენივე შვილებისთვის“, აღნიშნავს ცნობილი ფსიქოლოგი.

სიახლეები/

|

December 5, 2017 / 12:41 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნათია ფანჯიკიძე: „სოლოლაკში ყოველი მეორე შენობა ამ მდგომარეობაშია…“

ნათია ფანჯიკიძე მერობის კანდიდატებს მიმართავს და აქვეყნებს სოლოლაკში ერთ-ერთი სახლის ფოტოს, რომელიც ეს-ესაა დაინგრევა. ის დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ სოლოლაკში ყოველი მეორე სახლი ასეთ მდგომარეობაშია. ნათია ფანჯიკიძე წერს: „მოქმედი მერი და მერობის ამდენი კანდიდატი ერთბაშად რომ გვყავხართ, ღმერთმა გამრავლოთ, გამოიხედეთ, თქვენგენაცვალეთ. განა მჯერა, რომ რამეს იღონებთ, უბრალოდ, რომ ჩამოინგრევა, იმას ვეღარ იტყვით, არავის გავუფრთხილებივართო. […]

რა სიურპრიზი მოუწყო ნათია ფანჯიკიძეს დაბადების დღეზე ირაკლი ალასანიამ?

ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ოჯახში, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ნამდვილად ბედნიერი პერიოდი დგას. მათ ოჯახში სასიამოვნო მოვლენა მოხდა, ცნობილ წყვილს შვილიშვილი შეეძინა. პატარა გოგონა, ბებიას დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე მოევლინა ქვეყანას. დღეს კი ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იუბილარია, ის 45 წლის გახდა.

ირაკლი ალასანია ბაბუა გახდა

ირაკლი ალასანია ბაბუა გახდა. ამის შესახებ “ფეისბუქზე” ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე წერს. “გოგოს ბებია გავხდი!!! უბებიესი!!!! ბებიათა შორის ყველაზე ბებია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!” – წერს ფანჯიკიძე. ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის ვაჟი, ნიკუშა ალასანია მარტში დაქორწინდა. მისი მეუღლე ნუცა ადამიაა. წყვილმა ჯვარი ივლისში დაიწერა.

“სულ რამდენიმე ფოტოს დავდებ რა დე, არ მეჩხუბოთ” – ნათია ფანჯიკიძე შვილის ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

"ამდენი ხანი ვითმენ, ვითმენ... სულ რამდენიმე ფოტოს დავდებ რა დე, არ მეჩხუბოთ" - ამ სათაურით ირაკლი ალასანიას ცოლი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შვილის, ნიკა ალასანიას ჯვრისწერის ფოტოებს ასაჯაროებს. მისი რჩეული ნუცა ადამიაა.

ნათია ფანჯიკიძე: “ერთი სული მაქვს, შვილიშვილი როდის გამოიჩეკება…“

ნათია ფანჯიკიძე შვილისა და მისი მეუღლის, ასეცე თავისი გოგონას, კატოს ფოტოებს აქვეყნებს და ამ ფოტოებს ემოციურ პოსტსაც ურთავს. შეგახსენებთ, რომ ნიკო ალასანია ახლახან დაქორწინდა. მისი მეუღლე 20 წლის ნუცა ადამია გახლავთ. წყვილი ქორწილისთვის ემზადება.

რეკლამა