ნათია ბანძელაძე: „მაინც მატირა… გიო, რა საშინელი სიცივეა…“

ნათია ბანძელაძე: „მაინც მატირა… გიო, რა საშინელი სიცივეა…“

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს სოციალურ ქსელში სტატუსით ემშვიდობება. მსახიობი სიმსივნის დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ნათია ბანძელაძე:

„…მაინც მატირა, ყველა გვატირა… 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა, მტერი არ გყოლოდა ,როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც სტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ, რომ ის შვილისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა… როგორ არ შეიძლებოდა, ჩემს ლექსიკაში ყოფილიყო სიტყვა „მეზიზღება“.

30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა ისე, რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახვებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა… რატომ???

რა საშინელი სიცივეა, იციიი გიო, მიყვარხარ…

ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში…

მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე, მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო, რაა… მიყვარხარ“.

სიახლეები/

|

July 12, 2019 / 12:44 pm

TOP სიახლეები

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები. კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოები გოგა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნათია ბანძელაძე: „ვნანობ, რომ მესამე შვილი არ გავაჩინე – ამქვეყნად ერთით მეტი გოგიჩა ივლიდა…“

ჟურნალმა „გზამ“ დაგვიანებული და ნაადრევი ქორწინებების პლუს-მინუსები ცნობილ ადამიანებთან ერთად განიხილა. რესპონდენტებს შორის ჟურნალისტი ნათია ბანძელაძეც არის. მისი მეუღლე, ცნობილი მსახიობი, გიორგი გოგიჩაიშვილი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა. ნათია ბანძელაძემ ჟურნალ „გზას“ გაუმხილა, რას ნანობს ყველაზე მეტად. „ხშირად ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც შენი ცხოვრების მთავარი ნავსაყუდელი, იმედი და მამოძრავებელი ძალა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, ადრე იპოვი […]

გიორგი გოგიჩაიშვილი გადატანილი ქიმიოთერაპიის შესახებ – „ვუთხარი, კარგად ვარ-მეთქი…“ (ვიდეო)

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი ესტუმრა უფროს ქალიშვილთან, ნანუკასთან ერთად. მამა-შვილმა თავის ურთიერთობაზე საინტერესოდ ისაუბრა. გიორგი გოგიჩაიშვილს გარკვეული პერიოდის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მან ქიმიოთერაპია ჩაიტარა. ამ თემაზე საუბრისას მსახიობმა აღნიშნა: „… როდესაც პირველი ქიმია გამიკეთეს, ექიმები მადგნენ თავზე და მითხრეს, გვითხარი, ცხრა წუთში როგორ იქნებიო. გავიდა ეს ცხრა წუთი და რომ მკითხეს, […]

“წარმოდგენაც კი არ მქონდა ჩემი ბებო რამხელა საჩუქარს მიმზადებდა დედაჩემის სახით“

"წლების წინ 8 მარტს, წარმოდენაც კი არ მქონდა ჩემი ბებო რამხელა საჩუქარს მიმზადებდა დედაჩემის სახით (რა თქმა უნდა მადლობა ბაბუსაც, მისი დახმარების გარეშე არაფერი გამოვიდოდა ) ძალიან გამიმართლა, რომ მყავს შენნაირი დედა! გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, მიყვარხარ" - წერს ნინი.

ნანუკა გოგიჩაიშვილი მამის სამსახურიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა

"ნუ, ჩვენთან უსამართლობა რომ "ყვავის“, ეს არავისთვისაა დასამალი, ფეისბუქიდან გავიგე ეს ამბავი და დავაშეარე. დიდი დანაკლისი ხომ არ გაქვთ? ჩემო კვადროციკლო და "ჭიანჭველასაც ფეხს არ დაადგამს“, შენზე გამოგონილო ადამიანო, მიყვარხარ“ – ასე ეხმაურება ნანუკა გოგიჩაიშვილი მამის, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის გათავისუფლებას "პირველი არხიდან“.

გიორგი გოგიჩაიშვილი “პირველი არხიდან“ გაათავისუფლეს

ფეისბუქ-მომხმარებელი თეა კიკნაველიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი "პირველი არხიდან" დაითხოვეს და არანაირი განმარტება არ მიუციათ მიზეზის შესახებ:

რეკლამა