ნატალია ქუთათელაძე: „ბოლო 5 წელია, პრინციპულად არ დამისვენია სხვაგან, საქართველოს გარდა…“

0
1602

ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ბოლო წლებია, სამშობლოს გარდა არსად ისვენებს.

ის მოუწოდებს უცხოელ მეგობრებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ.

გთავაზობთ მომღერლის სტატუსს:

„ბოლო 5 წელია, პრინციპულად არ დამისვენია სხვაგან, საქართველოს გარდა.

მსგავსი სიამოვნება არასდროს მიმიღია სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას.

ძალიან ბევრია სანახავი ჩვენივე მიწაზე ასე რომ ისიამოვნეთ ❤

ჩემო ძვირფასო მეგობრებო მთელი მსოფლიოდან, ჩვენმა „ტკბილმა“ მეგობარმა მისტერ პუტინმა აკრძალა ფრენები რუსეთიდან და ასევე უბრძანა ყველა რუს ტურისტს, უკან, თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. ეს დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სისტემას, მაგრამ არაფერია უფრო ღირებული, ვიდრე ის, როცა დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა. როგორც იცით, ჩვენი მიწის 20% ოკუპირებულია რუსების მიერ. დიახ, რუსეთი არის ჩვენი მტერი და დიახ, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას!..

თქვენ კი გელოდებით ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ სტუმარპასპინძლობით, საჭმლით, ღვინითა და კულტურით.

#FuckPutin“, წერს ნატალია სოციალურ ქსელში.

(ფოტო)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here