ნატა გულიაშვილის ოჯახში სასწაული მოხდა

ნატა გულიაშვილის ოჯახში სასწაული მოხდა

მსახიობ ნატა გულიაშვილის ოჯახში სასწაული მოხდა. ნატას ვნების კვირაში მამა გარდაეცვალა და როგორც ამბობს, დაკრძალვის წინა დღეს, მამის სურათს ცრემლები წამოუვიდა. ამის შესახებ გულიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან დიდხანს ვფიქრობდი თქვენთვისაც მეთქვა თუ, არა ამის შესახებ. ეს მოხდა მამაჩემის დაკრძალვის დღეს. ეს მამაჩემის ბოლო სურათია, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე გადაღებული. ეს სურათი გვქონდა გადიდებული გასვენებაზე და გასვენების წინა დღეს, სურათს ცრემლი წამოუვიდა. ეს ამ სურათშიც ჩანს. კარგად თუ დააკვირდებით მარცხენა თვალის კუთხიდან მოსდიოდა ცრემლი, რომელიც ეხლაც კი ამჩნევია. აგერ უკვე რამოდენიმე კვირა გავიდა მამაჩემის გარდაცვალებიდან და ამ სურათზე, მაინც ამჩნევია ცრემლის კვალი. ღმერთო რა ვიფიქრო არ ვიცი. ეს რამე ნიშანია თუ, რა არისს? მითხარით თქვენი აზრი ჩემო მეგობრებო?“

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

ქართველმა არგენტინაში გამართულ ტანგოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

ლევან გომელაურმა, მეწყვილესთან, სესილია აკოსტასთან ერთად, არგენტინაში გამართულ ტანგოს კონკურსზე, მეორე ადგილი, მცირედი ფულადი ჯილდო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი მოიპოვა. ამის შესახებ თავად წერს სოცქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს. გთავაზობთ სტატუსს: “გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი, ჩვენთვის ახალი გამოცდილება და მიღწეული წარმატება. პირველ რიგში, გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა ხულიოს, კორდობაში ჩვენი გაკვეთილების დაორგანიზებისთვის და ყველა ორგანიზატორს გამოჩენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

„სიყვარულმა შეგვარიგა“ – ნატა გულიაშვილი ქმარს შეურიგდა

"მე და ჩემი ქმარი ორი კვირის წინ შევრიგდით. ურთიერთობამ დაალაგა ჩვენი ურთიერთობა და სიყვარულმა შეგვარიგა. მეუბნება, რომ ჯერ კიდევ ნაწყენია, მაგრამ აუცილებლად გაუვლის ეს წყენაც. უკვე ერთად ვცხოვრობთ და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ“ - განაცხადა ნატამ.

ნატა გულიაშვილის მამა კლინიკაში მოათავსეს

მსახიობ ნატა გულიაშვილის ცხოვრებაში, მორიგი უმძიმესი მომენტი დადგა. როგორც ნატა აცხადებს, მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის კლინიკაში მოათავსეს. „ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით ესე გულთან რომ მიიტანეთ ჩემი და ჩემი ოჯახის უბედურება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და დარწმუნებული ვარ ღმერთი არ გაგვწირავს და არ მიგვატოვებს ამ განსაცდელში” - წერს ნატა სოციალურ ქსელში. ნატას მამა ბლექველის კლინიკაში წევს.

ნატა გულიაშვილი “იმედის“ პროექტში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ქმარს დაშორდა

მსახიობ ნატა გულიაშვილისთვის „იმედის“ პროექტში, „შენ შეგიძლია ცეკვა“ მონაწილეობის მიღება წარუმატებელი აღმოჩნდა. იმის გარდა, რომ მან ვერ გადალახა პირველი ტური და მას სოციალურ ქსელშიც დასცინეს, ნატას პროექტში მონაწილეობა ოჯახის დანგრევის ფასად დაუჯდა. როგორც მსახიობი აცხადებს, როდესაც მას პროექტის პროდუსერებმა მონაწილეობის მიღება სთხოვეს, მეუღლემ ურჩია უარი ეთქვა, მაგრამ ნატამ ქმარს არ დაუჯერა. „აღარ მირიგდება ჩემი ქმარი, წამოვედი მისი სახლიდან“ - განაცხადა ნატამ.

რას წერს გიორგი ქისტაური ნატა გულიაშვილზე?

ინტერნეტ-ვარსკვლავი გიორგი ქისტაური, სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს და მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც ნატა გულიაშვილის პროექტში გამოსვლას უძღვნის. გიორგი ვიდეოში ნატას აშარჟებს, ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში, მისი მისამართით თბილ სიტყვებს არ იშურებს.

ნატა გულიაშვილი მიმართვას ავრცელებს და მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება

მსახიობი ნატა გულიაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. როგორც იცით მის გამოსვლას „შენ შეგიძლია ცეკვა“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის მკაცრად გააკრიტიკეს, ნატას პოსტი სწორედ იმ ადამიანებს ეძღვნება ვინც ამ ნაბიჯის გამო გააკრიტიკა.

რეკლამა