ნანუკა ჟორჟოლიანს ტექნიკის მაღაზიამ სასამართლოში უჩივლა – „თავიდან ვფიქრობდი, რომ არ უნდა ავყოლოდი…“

0
2110

დღეს, 15:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში „აიპლუსის“ მიერ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაა ჩანიშნული. ტექნიკის კომპანიის წარმომადგენლები ცნობილ ტელესახეს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ. „აიპლუსის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი სტატუსი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ, სადაც ტელეწამყვანს შეურაცხყოფას აყენებენ – „ნანუკა ჟორჟოლიანის ინტელექტი „არტილერიიდან“ დაწყებული სხვა მისი ყოველდღიური ლოგიკით დასრულებული ნათელია ყველასათვის, ჩვენ ის გვიკვირს, რომ ამ ხალხს, ვინც ასეთ ადამიანს ისე ეპირფერება ყველა თემაში და ისე უჭერს მხარს, რომ არც კი აინტერესებთ, სიმართლე სადაა, ბრმად და საცოდავად შესციცინებენ ნანუკას, რომ თბილი სიტყვები უთხრან, რადგან ძველი მისი ძალაუფლების შიში გამოჰყვათ, არ ხედავთ საკუთარ თავს, შორიდან როგორ გამოიყურებით?“, აღნიშნულია განცხადებაში. „აიპლუსის“ ოფიციალურ გვერდზე წერენ, რომ კომპანია ტელეწამყვანისგან ცილისწამებისთვის 50 000 ლარს ითხოვს – „საქმე ეხება გარემოებას, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ცილი დასწამა iPhone+-ს, რომ თითქოსდა გაფუჭებული, წუნდებული ტელეფონი შეიძინა, თუმცა როდესაც საგარანტიო წარმოადგინა, აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი „აიტექნიკში“ ჰქონდა შეძენილი, რის შემდეგაც გადავიდა „აიტექნიკში“ და შეფუთული პაკეტებით გამოვიდა, სავარაუდოდ, დაასაჩუქრეს, რომ არ „ეყვირა“, რის შემდეგაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოდიშის ნაცვლად, ისევ ჩვენი კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადება გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წუნდებული ტელეფონი სხვა მაღაზიაში აღმოჩნდა შეძენილი!

არადა, არავითარი შეხება ამ ადამიანს არ ჰქონია iPhone+-სთან და მისი ეს უსაფუძვლო ცილისწამება, თავდასხმა და ცინიზმი რამ გამოიწვია, თუ არა ამ ადამიანის ბოროტმა ბუნებამ? დღემდე ვერ გავიგეთ, რატომ მოხდინა ჩენი დისკრედიტაცია და თანაც, არც კი წაშალა 48 საათი ეს ცილისმწამებლური განცხადება მისი გვერდიდან, საიდანაც საზოგადოებამ მიიღო ცრუ ინფორმაცია, ნაცვლად იმისა, რომ გაეგოთ, სინამდვილეში რომელ მაღაზიაში შეიძინა ნანუკამ წუნდებული ტელეფონი, საზოგადოებას ისევ iPhone+-ზე დაუტოვა უარყოფითი განცდა!“

ნანუკა ჟორჟოლიანი ტექნიკის მაღაზიის ბრალდებებს შემდეგი განცხადებით პასუხობს:

„ამბავი იყო შემდეგი… ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here