ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, საფრანგეთიდან ეხმაურება

0
2763

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს, თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს. მარიამმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:

“რამდენიმე დღის წინ ვუყურე გადაცემას სადაც, გაურკვეველი მიზეზის გამო გამწარებული სამი მამაკაცი ებრძოდა სამ ქალს, რომლებიც ქალთა უფლებებზე საუბრობდნენ. მათ მოყავდათ ლოგიკას მოკლებული არგუმენტები, ამ ყველაფერს კი მხოლოდ იმიტომ ბედავდნენ, რომ ზედაპირული განათლება და შემდეგ ამის ხარჯზე ინფორმაციით და ადამიანებით მანიპულირება ჩვენი ქვეყნის სენია.

  • როდესაც ოთხ მილიონიან ქვეყანაში, წელიწადში საშუალოდ 500-600 ადამიანი იღუპება ავტო ავარიაში, აქედან ძირითადი ნაწილი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ გვაქვს პასუხისმგებლობა და კულტურა, რომ ნასვამები საჭესთან არ უნდა დასხდეთ.
  • როდესაც ყველაფერს რაც არ გვესმის, ვებრძვით ზოგს დანამდვილებით სჯერა, რომ არატრადიციული ორიენტაცია იკურნება წამლებით. მაგრამ თუ არ იმკურნალებენ არც ეგ არ არის პრობლემა , რადგანაც ჩვენ განსაკუთრებული “პირვილეგია” გვაქვს და ადამიანების სიკვდილამდე ცემის უფლება, ხომ ჩვენი თავისუფლებაა.
  • როდესაც 1772 წელს ერეკლე მეორემ, რუსეთს სოციალური მფარველობა სთხოვა, ქართლ-კახეთის სამეფომ კიდევ უბრძოლველად დაპატიჟა რუსეთი. ( რასაც დღესაც დიდი სიამოვნებით იზამდნენ ჩვენი თანამემამულეები).
    ამ ყველაფრის შემდეგ კი სამ საუკუნიანი, სისხლიანი და მწარე ისტორია, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს, ათასობით გმირი, უბრალოდ გაქრა ჩვენი მეხსიერებიდან. ეს ყველაფერი, რომ გვახსოვდეს პატარა ინფორმაციის გაგებისთანავე მაგალითად, ოკუპანტი სზღვარის გადმოწევის მცდელობის შესახებ ან გაზპრომთან მოლაპარაკებაზე, ჩუმად ვერ ვიქნებოდით.
  • ამ დროს, როდესაც გაუპატიურებაზე 4-6 წლამდე, კანონიერ ქურდობაზე 7-10 წლამდე ხოლო განზრახ მკვლელობაზე 7-15 წლამდეა სასჯელი, MDMA- კლუბურ ნარკოტიკის მოხმარებაზე ორი ახალგაზრდა ადამიანის თავისუფლება 8 და 5 წლით შეიზღუდა.

ამ ყველაფერს არ უნდა ვეგუებოდეთ. ნერვები უნდა გვეშლებოდეს. ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეჯახებით უამრავ უკანონობას. ჩვენი ეგოისტური ნაჭუჭიდან უნდა გამოვიდეთ და მივხვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი რაღაცის ნაწილები ვართ – ჩვენი სახელმწიფოსი.  ცვლილება იწყება ჩვენში და ჩვენით.“ – წერს მარიამი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here