ნანუკა ჟორჟოლიანი ზუზუ ბეჟაშვილს ბოდიშს უხდის

0
1777

ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ტელეწამყვანი წერს, რომ ხშირად სმენია მსახიობის გაჭირვების შესახებ…

“ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ. თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე. ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი “პრობლემების” ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. აქ, ფოტო უნდა იდოს, გატეხილი გულით, ცრემლით, მაგრამ მირჩევნია, იდოს ჩემი ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა.’

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here