ნანუკა ჟორჟოლიანი: „საქართველოს მთავრობა, აკი, ბარიგობა ტეხავსო?!.“

0
1118

საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს. მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზრიარებს. რასაკვირველია, მან დიდი მსჯელობა გამოიწვია.

აზრი ამ თემაზე გამოთქვა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და საქართველოს მთავრობას ასე მიმართა: „აკი ბარიგობა ტეხავსო? მარიხუანის გაყიდვას რომ აპირებთ, მაგას რა ჰქვია თქვენ ენაზე?!“

სოცქსელში ხუმრობენ, რომ „პლანის წარმოების “პლანი”უნდა შესრულდეს გადაჭარბებით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here