ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერების შესახებ: „ძალიან გამიხარდა ეს ამბავი…“

0
2192

„რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიას „იმედმა“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ისინი „რუსთავი 2“-ის კონკურენტ არხზე თავიანთი პროექტებით, „ნიჭიერითა“ და „იქს ფაქტორით“ გასული წლის ივლისში გადავიდნენ. არასაკმარისი რეიტინგის გამო ტელეარხმა ერთი წლის თავზე მათ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. არსებული ინფორმაციით, პროდიუსერები აპირებენ, „ნიჭიერი“ მაინც შესთავაზონ „იმედს“, თუმცა არც ჯაფარიძე და არც ხაბურზანია საქართველოში არ იმყოფებიან, შესაბამისად, მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ამბავს ეხმაურება და წერს:

„არ მოგატყუებთ, მეგობრებო, ვიქნები ტრადიციულად გულწრფელი და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. ველოდები „იმედი“ „ნიჭიერს“ როგორ იყიდის ამათგან, რომ საბოლოოდ დავადუღოთ. მერე უკვე თამამად ვიტყვი რომ სატელევიზიო ომი დასრულდა და იმედის ყურებას დავიწყებ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here