ნანუკა ჟორჟოლიანი მონოდიეტების წინააღმდეგ: „სადისტურმა დიეტებმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს…“

ნანუკა ჟორჟოლიანი მონოდიეტების წინააღმდეგ: „სადისტურმა დიეტებმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს…“

ნანუკა ჟორჟოლიანი ადამიანებს, რომლებსაც პანიკური შიში ემართებათ და თავად ასეთი გამოცდილება უკვე მიიღო, სთავაზობს მისგან დაღწევის ხერხებს. ნანუკამ რეკომენდაციები საკუთარი შოუს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნანუკა წერს:

„როცა პანიკური შეტევა ემართება ადამიანს, იწყებს ფიქრს, რამ გამოიწვია ეს ჯოჯოხეთი. მისი ცხოვრების, რომელმა გამოცდილებამ. მე გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანი გაგიმხილოთ.

ხოდა, დღეს, ერთ-ერთით დავიწყებ.

შიმშილი, მონოდიეტები ყველაზე დიდი სიმახინჯეა ჩვენს ცხოვრებაში. რამდენჯერ უთქვამს დედაჩემს, შენ რაღაცას დაიმართებო და ყოველთვის დედის მხრიდან გადამეტებული ემოცია მეგონა.

მე არ ვამტკიცებ, რომ გამომწვევი მიზეზი აქაა. ეს რთული დასადგენია და ჩემი აზრით, მიზეზი შეიძლება სხვაგანაც ვეძებო, რაზეც შემდეგ დღეებში დაგელაპარაკებით, მაგრამ სადისტურმა დიეტებმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს.

ჩემი ორგანიზმი დღემდე პანიკაშია და როგორც კი მშია, შეტევები მეწყება.

  1. ახდუნებს თუ არა მონო დიეტები? (შიმშილი) არა. დროებით სითხისგან გვცლის, შედეგს ვნახულობთ (ძალიან დროებითს), გადაღილი სახეები გვაქვს, გამოფიტული ვიზუალი და როგორც კი ჭამას ვიწყებთ უფრო მეტს ვიმატებთ.
  2. განწყობას გვიცვლის. მარტივად ვღიზიანდებით, დეპრესია მარტივად გვერევა.
  3. თმები ცვენას იწყებს, კანი შრობას.

იმდენი სტრესია ირგვლივ. ნუღარ დაუმატებთ საკუთარ თავს ამ ჯოჯოხეთს. ჩემი გამოცდილებით შედეგი მომცა ვარჯიშმა და სწორმა კვებამ. კი, ცოტა გრძელვადიანია, მაგრამ შედეგიც დიდხანს ჩერდება. ცხოვრების დაგეგმვაც ასე სჯობს. ორდღიანი გეგმა მხოლოდ პაემნებს უხდება:) რაც შეეხება ვიზუალს გრძელვადიანი ჯობია 🙂

თან, არაფერი ღირს ჯანმრთელობის ფასად. განსაკუთრებით მოზარდებმა მინდა დამიჯეროთ.

  1. დაივიწყეთ მონო და სადისტური დიეტები.
  2. სვით ბევრი წყალი
  3.  ამოიღეთ ცომეული და შემწვარი ყველაფერი.
  4.  ხილი ჭამეთ დღის პირველ ნახევარში.

 

  1. ტკბილი ცოტა ხანი მოიკელით.
  2.  ივარჯიშეთ. იარეთ ფეხით.

და ბოლოს, ჩემი პერსონალური რეკომენდაციაა, ამ ყველაფრის გემო რომ გაიგოთ, თავი დაანებეთ სიგარეტს.

მე ხშირად გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ხშირად ვიქნები თქვენთან ერთად ამ გვერდზე.

ბედნიერ დღეს გისურვებთ“.

სიახლეები/

|

December 19, 2017 / 1:28 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ანი გიუნტერი გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს აკრიტიკებს: „პასუხობენ, რომ რუსეთიდან არიან!..“

ანი გიუნტერი გერმანიაში ყოფნისას ერთ უსიამოვნო „ტრადიციას“ გადაეყარა, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველების ნაწილი მისდევს. როგორც ტელეწამყვანი წერს, მათ ურჩევნიათ კითხვაზე, „საიდან ხართ“, უპასუხონ – „რუსეთიდან“, რადგან ასე უფრო უადვილდებათ ახსნა გერმანელებისთვის. ანი წერს: „სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე: “ვერ არ იუ ფრომ” გერმანელებს სიამაყით პასუხობს […]

თიკა ჯამბურიამ საკუთარი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა (აუდიო)

თიკა ჯამბურიამ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის, „გავუსწროთ დროს“, რომელსაც პატარაობისას უცნობთან ერთად ასრულებდა, ახალი ვერსია ჩაწერა. ვერსიის ავტორი მუსიკოსი და მომღერალი, სოფო ტოროშელიძე გახლავთ. თიკამ ახალი კომპოზიცია „იუთუბზე“ ატვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გააზიარა. მან სტატუსში ყველა მონაწილეოს მადლობა გადაუხადა: „გავუსწროთ დროს… ეს სიმღერა ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვარდათ და დღემდე უსმენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სიმღერის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ხალხი ერთმანეთს უხსნის, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არაა არჩევანი”

გუშინდელ გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანის ერთ-ერთი სტუმარი ტრანსგენდერი ქალი გახლდათ. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ნეგატიური კომენტარების ნაკადს ელოდა სოციალურ ქსელში, თუმცა ეს არ მოხდა და გაკვირვება “ფეისბუქ”-პოსტით გამოხატა: “დღეს დილით ცოტა გვიან გავიღვიძე და შფოთვით შევქანდი გადაცემის ფეისბუქზე. ტრანსგენდერს ვმასპინძლობდი გუშინ და ვიფიქრე, რომ ადრე დაძინების და გვიან გაღვიძების გამო ნეგატივისგან მისი დაცვა ვერ მოვახერხე და ჰოი […]

ნანუკა ჟორჟოლიანმა ბადე კოლჰოტი მოირგო – „საოცარ ფორმაში ხართ…“

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ინსტაგრამის“ გამომწერებს ახალი ფოტო გაუზიარა. აშკარაა, რომ ტელეწამყვანმა წონაში დაიკლო, გარდა ამისა, მას მოკლე ვარცხნილობა აქვს. ახალ ფოტოზე მან ბოტფორდზე ბადე კოლჰოტი მოირგო. ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს შორის: „ეს ფერი თმა საოცრად გიხდება!!“ „საოცარ ფორმაში ხართ!“ „აუ ნანუკა, რა ქალი ხარ ❤ როგორ მომწონხაარ“ „შოკი ხარ, ნანუკა“ „ვხედავ ნანუკას სურათს და […]

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში ეცვა, კვლავ განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელებში დილიდან აზიარებენ მის ფოტოს, სადაც თეთრი ზედა და შარვალი აცვია და მუცელი უჩანს. ზოგს მოსწონს ტელეწამყვანის დაკლებული კილოგრამები და სითამამე, ზოგს – ნაკლებად და აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ ასე ჩაიცვას. შეგახსენებთ, მისი სამოსი დათუნა სულიკაშვილის ნამუშევარია. […]

ნანუკა ჟორჟოლიანი „მხოლოდ ქართულის“ კრიტიკის საპასუხოდ: „წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც…“

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ ლაივზე გიორგი ნარმანიამ დატოვა პროექტი. მანამდე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ მას სთხოვა, საკუთარი თავისთვის თვითონ დაეწერა ქულა და ნარმანიამაც ნამღერი ათიანზე შეაფასა, რითაც, გიორგისა და მარინა ბერიძის აზრით, დიდი შეცდომა დაუშვა. სოფო ნიჟარაძემ კი აღნიშნა, რომ გაბუნიამ ასეთი საქციელით მონაწილე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ნანი ბრეგვაძის თქმით, ის საკუთარ თავს ორიანზე შეაფასებდა […]

ნანუკა ჟორჟოლიანი დოჰაში ისვენებს – ნახეთ, როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმში (ფოტო+ვიდეო)

ნანუკა ჟორჟოლიანი საახალწლო არდადეგებზე ყატარში, დოჰაში გაემგზავრა. ის თავის ვაჟთან, საბასთან ერთად ისვენებს და შესანიშნავ დროს ატარებს. ნანუკამ უკვე რამდენიმე საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დოჰას ბაზარში აქვს გადაღებული და ასევე სხვადასხვა ადგილას. ტელეწამყვანი წერს, რომ ფერები ისეთივეა, როგორც რეალობაში და ფოტოები არ დაუმუშავებია. ნანუკა ასევე აქვეყნებს ფოტოს სანაპიროდან და ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა […]

რეკლამა