ნანუკა ჟორჟოლიანი: „ირაკლი რომ წავიდა, 3 თვე ვსწავლობდი მის გარეშე დაძინებას…

0
1586

ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ასათიანის შოუს სტუმრობდა, სადაც ჟურნალისტების პირისპირ პირადი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა, რაზეც აქამდე არსად ულაპარაკია ვრცლად.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ძალიან ძლიერია ის ქალი, ვისაც არ ეტყობა, როგორი პირადი ცხოვრება აქვს. მე მეტყობა ყოველთვის. როცა ვგრძნობდი თავს ცუდად, ასეც გამოვიყურებოდი, ვიზუალურადაც მეტყობოდა, როცა თავს არათუ კომფორტულად არ ვგრძნობდი, ძალიან ცუდად ვიყავი. ვერ ვმლავ და არ ვმალავ ემოციებს, ერთადერთი ვისწავლე, რომ რაღაცებს აღარ ვტირაჟირებ, იმიტომ კი არა, რომ თვალი მეცემა, მერე რაღაცები ისე იქექება, ისე შემოდიან შენს პირად ცხოვრებაში, ცხოვრებაში რაღაცები გიფუჭდება… დავიღალე გაფუჭებებით. მე ვარ ქალი, რომელსაც პირადი ცხოვრება ბევრჯერ გაუფუჭდა…

როგორც ნანუკამ აღნიშნა, ირაკლი კოდუამ მას სთხოვა დრო, რომ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ღალატის შესახებ არ იცოდა.

„მაგ დროს უკვე ანტიდეპრესანტებს ვსვამდი. ჩამოვედი თბილისში და წამლებს კიდევ წამლები დავამატე. ირაკლი რომ წავიდა, ზუსტად სამი თვე ვსწავლობდი, როგორ უნდა დამეძინა მის გარეშე…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here