ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა დაშორდნენ

0
482

“აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ“

ჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მეუღლეს დაშორდა. “6 თვეა, ცოლ-ქმარი აღარ ვართ“ – აღნიშნავს ვრცელ ინტერვიუში ნანუკა.

წყვილმა ერთად 9 წელი იცხოვრა. მათი დაშორების შესახებ ხმები მუდმივად ვრცელდებოდა, მაგრამ ტელეწამყვანი სულ უარყოფდა, ახლა კი დაადასტურა, რადგან როგორც თავად ამბობს, არ სურდა, ჭორ-მართალი ერთმანეთში აზელილიყო.

როგორც ტელესახე აღნიშნავს: “ეს სიმართლეა. როგორც ცოლ-ქმარი, მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ.“

ნანუკა ამბობს, რომ დაშორების გადაწყვეტილება ორივემ მიიღო, რადგან დროთა განმავლობაში გააცნობიერეს, რომ ერთმანეთის თანამებრძოლებად, მეგობრებად და ძმაკაცებად ჩამოყალიბდნენ.

“არ ვიცი, დისტანციამ მოახდინა გავლენა, პრობლემებმა თუ რამ. ალბათ, დისტანციამაც იმოქმედა, პრობლემებმაც. მე არასდროს შევუშლი ხელს ირაკლის ბედნიერებას. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, ეს იმიტომ მოხდა, რომ ირაკლის ბუდაპეშტში არ გავყევი და აქ დავრჩი, მაგრამ ეს ირაკლის გადაწყვეტილება იყო და არა – ჩემი“. – ამბობს ნანუკა და დასძენს, “თუ ცხოვრებაში რამეს არ შევცვლიდი, ირაკლი კოდუას არ შევცვლიდი“.