ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი სიყვარულს 5 წელი მალავდნენ

0
1731

ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი ოჯახისა და გრძნობების შესახებ საუბრობს. მისი მეუღლე ლევან მათითაშვილია. ტელეწამყვანს სოციალური ქსელით გაეცნო და მალევე ნანიკომ აღმოაჩინა, რომ მასთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს.

ნანიკო ხაზარაძე:

ჩვენი ურთიერთობის შესახებ დიდი ხანი არავინ არაფერი იცოდა. რატომღაც აგდავწყვიტე, რომ არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემს ცხოვრებაზე. რაღაც მომენტში კი დადგა ეტაპი, როდესაც აგდავწყვიტე, ეს გამესაჯაროებინა.

ჩვენ ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. ვთვლით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. ჩვენს ურთიერთობას ხელის მოწერა არც არაფერს შეჰმატებს და არც არაფერს დააკლებს. ასედაც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ.

ვრცლად ტელეწამყვანის ინტერვიუს, რომელსაც უკვე 46 წელი შეუსრულდა, მაგრამ ასაკს არ მალავს, წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში. როგორც ის ამბობს: „46 უკვე ბევრია. ერთადერთი ის მახარებს, რომ როცა იგებენ ჩემს ასაკს, უკვირთ, არაფერი გეტყობაო“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here