ნანი და სტეფანე – ამონარიდი ახალი კლიპიდან (ვიდეო)

ნანი და სტეფანე – ამონარიდი ახალი კლიპიდან (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს. ვაჟა აზარაშვილის ცნობილი სიმღერის „ისევ წვიმს“ ახლებური ვერსია მათ ერთად ჯერ „ბლექ სი არენაზე“, ნანი ბრეგვაძის საღამოზე შეასრულეს, შემდეგ კი სტუდიაში გადაინაცვლეს და შესანიშნავი მუსიკოსების არანჟირებით ჩაწერეს.

ახლახან კი მუსიკოსებმა დაასრულეს მუშაობა ვიდეორგოლზე, რომლის პრემიერაც 20 მარტს, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგება.

სტეფანემ ახალი კლიპიდან ამონარიდი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოს რეჟისურაზე ცნობილმა კლიპმეიკერმა, ზაზა ორაშვილმა იმუშავა.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

March 18, 2019 / 3:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანი ბრეგვაძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი დაფუძნდა

საქართველოს კულტურის პალატა ცნობილი ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს აარსებს. ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. გთავაზობთ მის სტატუსს: „ჩვენო მეგობრებო!!! დაფუძნდა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი „ნანი”❤, რომელიც ჩატარდება ყოველი წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში“. ინიციატივას დათო ოქიტაშვილის „ფეისბუქის“ კედელზე დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. ფოტო: ზაქარია ჭელიძე

„სხვა შუადღე“ „ოქროს ტალღის“ შესახებ  და მარკ მარტელის მიმართვა ქართველ მსმენელს (ვიდეო)

„სხვა შუადღემ“ „ოქროს ტალღის“ შესახებ სასაუბროდ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ პიარმენეჯერი თათა სადრაძე და „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული, სტეფანე მღებრიშვილი მიიწვია. თათა: ყოველ წელს იმატებს სიმღერების რაოდენობა. შარშან გვქონდა 90 სიმღერა, წელს 156-ია. ექვსი წლის წინ, როცა კონკურსი დაიწყო, თუ არ ვცდები, 50 სიმღერა გვქონდა. ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ  წლის განმავლობაში ჩვენს რადიოსადგურებში – „არ დაიდარდო“, „ფორტუნა პლუსი“, […]

სტეფანე: „მაპატიე დემნა, შენს ქურთუკში 2890 ევრო ვერ გადავიხადე“

სტეფანე მღებრიშვილი მაისის დასაწყისში პარიზში იმყოფებოდა, სადაც თავის ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. სტეფანეს კონცერტი ჰქონდა, დანარჩენი დრო კი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გაატარა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. სტეფანემ ერთ-ერთ მაღაზიაში „ვეტმანის“ კოლექცია ნახა, მათ შორის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკი, რომელსაც ქართველი პოეტების სახელები აწერია. სტეფანემ აღნიშნა, რომ ამ ქურთუკის ყიდვა, სამწუხაროდ, ვერ […]

ნანი ბრეგვაძე და სტეფანე პარიზში და მათი ცნობილი დუეტი (ვიდეო)

3 მაისს პარიზში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება და საქველმოქმედო გალავახშამი გაიმართა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ სტეფანე მღებრიშვილი და ნანი ბრეგვაძე, რომლებიც შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საკუთარი რეპერტუარითაც წარდგნენ და ასევე შეასრულეს თავიანთი დუეტი, რომელზე გადაღებული კლიპი ახლახან გამოვიდა. „ისევ წვიმს“ ვაჟა აზარაშვილის ძველი სიმღერაა, რომელიც სტეფანესა და ნანი ბრეგვაძეს ახლებური […]

ნანი ბრეგვაძეს ცნობილი სიმღერა და ვარდების თაიგული მიუძღვნეს (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძემ ახალხან ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო. მან ბათუმობისადმი მიძღვნილ ღონისძიება ორკესტრთან ერთად იმღერა. კონცერტის შემდეგ საღამოს მონაწილეები ერთ-ერთ რესტორანში შეიკრიბნენ. ოპერის მომღერალმა აჩიკო გოგიტიძემ ნანი ბრეგვაძეს სიმღერა მიუძღვნა და ბოლოს მასთან ერთადაც იმღერა. „ისევ შენ და ისევ შენ“ – ცნობილი სიმღერის ფონზე ნანი ბრეგვაძეს უდიდესი ვარდების თაიგული მიართვა. (ვიდეო)

რეკლამა