ნანი ბრეგვაძის მოლოდინი „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის წინ – „არასდროს გამოვსულვარ არენაზე…“

0
1688

25 ივლისს, მწერალთა სახლში ნანი ბრეგვაძის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას მომღერალთან ერთად დაესწრნენ: ეკა მამალაძე, ნიკოლოზ რაჭველი, Artists Union-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეო ჯორბენაძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი, მარინა ბერიძე,  „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე.

16 აგვისტოს,  „ჩექ ინ ჯორჯია“ და „ ბლექ სი არენა“ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის ისტორიულ კონცერტზე გიწვევთ.

სპეციალური სტუმრის სტატუსით, „ბლექ სი არენაზე“ მსმენელის წინაშე წარდგება  მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი კრის ბოტი!..

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტებთან ერთად, წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ  ორიგინალურ საორკესტრო ვერსიებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა.

ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:

უკვე მესამე წელია, „ჩექ ინ ჯორჯიასთვის“ და „ბლექ სი არენასთვის“ არენაზე ქართული პროექტები პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენმა სტუმრებმა იხილონ სინთეზური პროექტები ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს შორის. გავამხელ, რომ მესამე წელია, ქალბატონ ნანის მივმართავთ თხოვნით, რომ იყოს ჩვენი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების ავტორი და სტუმარი. როგორც იქნა, ეს შეთანხმება შედგა. ველოდებით სპეციალურ სტუმარს, ყველასთვის ძალიან საყვარელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. ვფიქრობ, ეს ღონისძიების მნიშვნელოვანი დეტალია. დღეს აქ ვართ დიდი გუნდის ნაწილი, რომელიც ამ კონცერტზე იმუშავებს. დიდი მადლობა ქალბატონ ნანის, რომ მიიღო ეს გამოწვევა და დაგვთანხმდა. ბილეთები უკვე იყიდება. ვფიქრობ, არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელისთვისაც დაუვიწყარი კონცერტი შედგება.

გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია“ ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაესწრონ შესანიშნავ ღონისძიებებს და მილიონობით ტურისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობს ყოველწლიურად, უკეთესი შთაბეჭდილებებით წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. ამ ყველაფერში უდიდეს როლს თამაშობს ჩვენი საამაყო დარბაზი „ბლექ სი არენა“, თავისი ძალიან ძლიერი გუნდით. გვახარებს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ერთობლივი პროექტები. გვიხარია, რომ საზოგადოების წინაშე ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და კრის ბოტი წარდგებიან.

ხათუნა კაკაბაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

მესამე წელია, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენას“ გენერალური პარტნიორები ვართ. ასმაგად სასიხარულოა, რომ ქალბატონი ნანი ბრეგვაძის კონცერტი იქნება წელს. ვფიქრობ, ქართველ მელომანებს ძალიან დიდი სიამოვნება ელით წინ.

ნიკოლოზ რაჭველი:

სცენაზე ყველაზე ბედნიერი და გახარებული ვარ, როცა მიწევს ნანი ბრეგვაძის აკომპანირება. ასეთ მომენტებში ჩემს თავში ვგრძნობ დინასტიის გაგრძელებას, რომელშიც შედიან უდიდესი ავტორები, – არჩილ კერესელიძე, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, შოთა მილორავა, გოგი ცაბაძე, მარიკა კვალიაშვილი, გია ყანჩელი… ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული სასიმღერო მუსიკის ისტორიაში შედევრები შექმნეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედევრის შექმნას მარტო ნიჭი არ შველის, მას სჭირდება განსხეულებული მუზა, რომელიც ამ გენიოსებისთვის ნანი ბრეგვაძე იყო. ნანი ბრეგვაძის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაშია რა მხოლოდ მისი უმაღლესი რანგის საშემსრულებლო ნიჭია, არამედ ის შთაგონებაც, რომელსაც დიდ ავტორებს აძლევდა, რომ მისთის ბრწყინვალე ნაწარმოებები დაეწერათ. „ბლექ სი არენას“ ისტორიული კონცერტი მადლიერების გამოხატვაა დიდი ავტორების მიმართ, არა მხოლოდ კომპოზიტორების, არამედ ტექსტების ავტორების მიმართაც… ეს არა მარტო ნანი ბრეგვძის კონცერტია ჩვენი მონაწილეობით, არამედ იმ დიდი ავტორებისა, რომელთაგანაც ზოგი ცოცხალი არ არის, მაგრამ ამ კონცერტზე ყველას სახელი და მელოდია გაიჟღერებს, ახალი გაორკესტრებით, ინტონაციებითა და ხასიათით, მაგრამ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის ქართული სიმღერების კონცერტი… კრის ბოტი ჩამოდის მისთვის ნაცნობ ატმოსფეროში, ინიციატივა შემოქმედებითი პარტნიორობისა ნანი ბრეგვაძესთან ადრეც მომხდარა და ის არის ქალბატონი ნანის შემოქმედების თაყვანისმცემელი. მას აქვს იდეა, ნანი ბრეგვაძესთან ერთად აშშ-შიც გამართოს კონცერტი…

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here