“ნახევარ თბილისთან ნაწოლ გოგოსთან, კომფორტულად ვერ ვიქნებოდი”

0
4134

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“გამეფებული დოგმების მიხედვით, “გოიმი” გამოვდივარ…

1.სუშიზე მეტად ხინკალი და ელარჯი მიყვარს
2. ინტრაგრამს დღემდე ვერ შევეგუე და ფეისბუქზე ვცხოვრობ
3. კარაოკეში სიამოვნებით ვმღერი “ა სტუდიოს”, კორნის და ზვერის (ნუ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები) სიმღერებს
4. ჯაზზე მეტად პოპი მიყვარს
5. როცა არ მეჩქარება და მანქანას ვტოვებ, სიამოვნებით ვმგზავრობ მარშუტკით, თუ ტაქსით წავედი – თეთრებამდე ვევაჭრები
6. არასდროს არაფერი შემიკერავს და მაღაზიების ტანსაცმელი მაცვია. კოტონის და კოლეზიონეს მაისურებიც ბლომად მაქვს, ეიჩენდემისაც
7. ფენსი რესტორანს ხშირად შაურმის ჭამა მირჩევნია, ქუჩაში ან მანქანაში
8. დახეულ და ზოგადად ჯინსებს დიდად ვერ ვემეგობრები და ნაჭრის შარვალში უფრო კომფორტულად ვარ
9. თავს ყველას “ვუყადრებ” და როცა ვინმე მეუბნება, რომ რაღაც ან ვიღაც “არ მეკადრება” საშინლად მეგოიმება
10. სექსუალურ თავისუფლებას მივესალმები, თუმცა ნახევარ თბილისთან ნაწოლ გოგოსთან კომფორტულად ვერ ვიქნებოდი (ვერც კაზანოვა ბიჭებთან ვძმაკაცობ)
11. დანა-ჩანგალი უკუღმა მიჭირავს, მარცხენა ხელში ჩანგალს არასდროს ვიჭერ და ბევრ საკვებს საერთოდ ხელით ვჭამ
12. პროფილის და ჯაჯოს ყურება არ მიტყდება და თუ რამე საინტერესო ხდება და მცლია ვუყურებ
13. ვისკის და კონიაკს კაე არაყი, ან ღვინო მირჩევნია
14. როცა საჭესთან ვარ და ჩემს წინ ვინმე მოძრაობის წესებს არღვევს – მოთმინებას ვკარგავ და ბირჟის ოღრაშივით ვიგინები :/
15. ქლაბერი არასდროს ვყოფილვარ, რესტორნის და ფაბების სეგმენტი ვარ დღემდე, ხმაურიც მაწუხებს
✔ და მრავალი სხვა

ჰოდა, ვინც ეს წესები და დოგმები მოიგონა, იმათზე მეტად – მათი გამთვალისწინებლები არიან “ჩასაქოლები”. ❎ ჩემთვის განკუთვნილი პერო, სხვებისთვის დამითმია. დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება.” – წერს შეროზია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here