ნახეთ როგორ გამოიყურება ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე სიმპატიური მსახიობი მიკი რურკი… (+ ფოტოები)

0
2471

ოდესღაც, მიკი რურკი, ჰოლივუდში ყველაზე სიმპატიურ მმაკაცად ითვლებოდა, დღესდღეობით კი, ალბათ ძნელად წარმოსადგენია, რომ სწორედ ეს ადამიანი ატარებდა ამ სტატუსს. ადრე თუ გვიან სიბერე ყველასთან მოდის, თუმცა 63 წლის მიკი რურკი ამ ფაქტს, ძნელად ეგუება და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ეს პროცესი როგორმე გაახანგრძლივოს.

ცოტა ხნის წინ, მსახიობი პაპარაცებმა, ბევერლი ჰილსის ქუჩებში დააფიქსირეს. მისი გარეგნობა შოკისმომგვრელი იყო. “განახლებული“ მიკის შემხედვარე ძნელია დაიჯერო, რომ ეს მამაკაცი ერთ დროს, მილიონობით ქალბატონის გულს, ერთი გამოხედვით იბყრობდა.

ნათელია, რომ მსახიობმა თავის ვიზუალში, კვლავ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, რადგანაც მისმა ცხვირმა ფორმა იცვალა, თვალები კი თითქმის აღარ უჩანს. გარდა ამისა მან ვარცხნილობაც შეიცვალა. ცხადია 63 წლის ასაკში ძველ სლამაზეს ვერ შეინარჩუნებ, თუმცა მსგავს ცვლილებას მხოლოდ ასაკს ვერ დავაბრალებთ.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს 63 წლის მექალთანე თავისი ახალი იმიჯით კმაყოფილია. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ მსახიობს არც კი უცდია გაქცეოდა პაპარაცებს, ჩამჯდარიყო მაქნანაში და დროულად გაცლოდა იქაურობას. პირიქით, ის სულაც არ ჩქარობდა და უფრო მეტიც, თამამად პოზირებდა ობიექტივში.

ერთადერთი რასაც მიკი რურკს ვერ დავუკარგავთ, ეს მისი ჩაცმულობაა. 63 წლის ასაკშიც კი მსახიობი გემოვნებიანად იმოსება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here