ნახეთ ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული კიანუ რივზის და სხვა მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოები

ნახეთ ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული კიანუ რივზის და სხვა მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოები

Keanu Reeves club-მა 2018 წლის ივნისში დადო ფოტო, სადაც მითითებული აქვს, რომ ცნობილი მსახიობის ფოტო ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ გადაიღო. ლოკაციად კი აღნიშნულია ცნობილი ფილმის, „ჯონ უიკის“ გადასაღები მოედანი.

ზაქარია ჭელიძე ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც 4 წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. ახლა ის საქართველოშია, თუმცა კვლავ აპირებს ამერიკაში გამგზავრებას. აქ ზაქარიას მიერ გადაღებული არაერთი ცნობილი ადამიანის ფოტო ვიხილეთ.

ფოტოგრაფს დავუკავშირდით და მის მიერ წლების განმავლობაში გადაღებული კიანუ რივზის, ანტონიო ბანდერასის, მაილი საირუსის, ედვარდ ნორტონის და სხვა მსოფლიო ვარსკვლავის ფოტოები ვთხოვეთ.

ზაქარია ჭელიძე:

აშშ-ში ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. თუ კიანუ რივზის ფოტოების ისტორია გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ორწელიწადნახევარი ვცდილობდი მის გადაღებას. პაპარაცებთან მქონდა ურთიერთობა და ვინაიდან მინდოდა, სხვადასხვა მსოფლიო ვარსკვლავისთვის ფოტოები გადამეღო, მათგან ვიგებდი სხვადასხვა ლოკაციის შესახებ, სადაც ესა თუ ის ვარსკვლავი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. „ჯონ უიკის“ მესამე ნაწილს იღებდნენ. მახსოვს, 2018 წლის 8 ივნისი იყო. ღამის ოთხ საათზე ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებაზე მოვხვდი.არ ვიყავი დარწმუნებული, რომ იქ ვნახავდი, მაგრამ გამიმართლა. კიანუ რივზთან ერთად 300 მეტრი ფეხით გავიარე. თავიდან მითხრა, რომ გადასაღებად არ იყო განწყობილი, მაგრამ მერე მიხვდა, რომ არ მოვეშვებოდი და  მანქანაში რომ ჩაჯდა, რამდენიმე კადრის გადაღების უფლება მომცა. ერთ-ერთი კადრი მისმა ფანკლუბმა გააზიარა „ფეისბუქზე“.

როგორი ადამიანი აღმოჩნდა?

ძალიან თავმდაბალი. გარეგნულად ზუსტად ისეთივეა, როგორია ფილმებში გინახავთ, ზუსტად ისევე მოძრაობს, როგორც ეკრანზე. ზოგადად, ვისთანაც მქონია პირადი შეხება, ძალიან თავმდაბალი და უშუალო ადამიანები არიან. გადაღებული მყავს ანტონიო ბანდერასი, როცა მას პიკასოს როლში იღებდნენ. მან თავად გააზიარა ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში და მეც მომნიშნა. ასევე გადავიღე კეტრინ ზეტა-ჯონსი, უილიამ დეფო (სამჯერ), ედვარტ ნორტონი, მაილი საირუსი… მათთან დიალოგი მქონდა და საქართველოს შესახებაც მოვუყევი, ყველა მათგანს ვუთხარი, რომ აქ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ… ეს სახელები ქართველ მაყურებელს ეცნობა, თუმცა აშშ-ში ცნობილი სერიალების მონაწილე მსახიობებიც აღმოჩნდნენ ჩემი ფოტოობიექტივის წინ. ასევე გადაღებული მყავს „შავი პანტერას“ რამდენიმე ვარსკვლავიც. აშშ-ში „მარველის“ ფილმების მსახიობები არიან ძალიან პოპულარულები.

ფოტოებს ყიდდით?

ვერა, ამისი უფლება არ მქონდა. ჩემს „ინსტაგრამის“ გვერდზე ვათავსდებდი, საიდანაც უამრავი გაზიარება ჰქონდა. ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 60-მდე მსოფლიო ვარსკვლავი გადავიღე. ახლა საქართველოში ვარ, აქაურ ცნობილ სახეებს ვიღებ, მაგრამ ისევ ვაპირებ ამერიკაში გამგზავრებას.

ცნობილ ადამიანებთან მიახლოვება ადვილია?

არასდროს შემქმნია პრობლემა. არის ადგილი, სადაც გადაღებების დროს უშვებენ ადამიანებს. არ მახსოვს შემთხვევა, ცუდად მომქცეოდნენ. პირიქით, სულ იმას ამბობენ, რომ ადამიანების წყალობით არიან პოპულარულები, ფოტოგრაფის ფასი იციან და მადლობაც უთქვამთ.

სხვათა შორის, იქ შეიძლება ცნობილი ადამიანების ავტოგრაფების გაყიდვით თანხის შოვნა, მეც შემომთავაზეს, ასეთი რამ გამეკეთებინა, მაგრამ ფოტოგრაფი ვარ და ფოტოების გადაღება მერჩივნა. ვარსკვლავები ძალიან ადამიანურები არიან, ვერც ერთხელ ვერ ვიგრძენი, რომ ზევიდან მიყურებდნენ…

ნინო მურღულია

(ფოტოები)

სიახლეები/

|

February 8, 2019 / 4:47 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ფრანგული ელფერით და საყვარელი წითელი ფერი (ფოტოები)

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა