ნაადრევი ქორწინების შესახებ მარი ნაკანის ფოტოსესიას სოცქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა

0
14506

მარი ნაკანმა ჟურნალ „თორმეტისთვის“ ნაადრევი ქორწინების შესახებ საინტერესო ფოტოსესია გადაიღო. ფოტოგრაფმა ერთ-ერთი ფოტო „ფეისბუქზეც“ გამოაქვეყნა და დაწერა:

„მე 18 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი.

10 წლის შემდეგ მივხვდი, თუ ვერ ხედავ, რა არის ჭეშმარიტად სწორი არჩევანი, ის არ უნდა გააკეთო. აჯობებს დაელოდო და დააკვირდე მოვლენებს შენ გარშემო და როცა დრო იქნება, იგრძნობ, რა უნდა ქნა.

ეს აღარ იქნება გაუაზრებელი, ინფანტილური სურვილი

ეს იქნება ჩართული გონების და არა ხარბი თვალების გადაწყვეტილება.

გონების ჩართვას გამოცდილება სჭირდება, მოთმენა და განათლება, რომლის გამოყენების უნარს უფრო გვიან სწავლობ, ბევრად გვიან ვიდრე 18 წლისა.

და რა მოჰყვება ადრეულ ასაკში დაოჯახებას მომავალში??

გაცნობიერება იმისა, რომ სხვა თანატოლებს მეტი თავისუფლება აქვთ, მეტი არჩევანი, მეტი დრო.

გაცნობიერება იმისა, რომ ვერ მიიღებ ან ვერ მიიღე სათანადო განათლებას.

გაცნობიერება იმისა, რომ აღარ გცალია, ოჯახს უნდა მიხედო, ბავშვზე იზრუნო, დაალაგო, საჭმელი მოამზადო, აჭამო და დღის ბოლოს ძალაგამოცლილი გაითიშო.

აცნობიერებ, რომ გაუნათლებლობას მოჰყვება უმუშევრობა, უმუშევრობას უფულობა, ხდები მუდამ სხვაზე დამოკიდებული და კარგავ საკუთარ მეს..

და საკუთარი თავის გარდა ცოტა ქვეყანაზეც რომ ვიფიქროთ?

რა მოსდის ქვეყანას, რომელშიც ქალები ადრე ოჯახდებიან და ვეღარ იღებენ განათლებას… რა მოუვა საქართველოს, სადაც  გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემების მიხედვით, ქალების 14%  დაქორწინდა 18 წლამდე…“

ფოტოსესიას სოცქსელში აზიარებენ და მას დიდი გამოხმაურება აქვს. ეს თემა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია და ყოველდღე გვესმის, როგორ თხოვდებიან არასრულწლოვანი გოგონები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here