მსოფლიო ვარსკვლავები ირჩევენ ქართველ დიზაინერებს (ფოტოები)

მსოფლიო ვარსკვლავები ირჩევენ ქართველ დიზაინერებს (ფოტოები)

ბოლო პერიოდში ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. უცხოელი ვარსკვლავები არცთუ იშვიათად ირჩევენ ამა თუ იმ ქართველი დიზაინერის კოლექციიდან რომელიმე ნივთს.

ბელა ჰადიდი – „Situationist“-ის სამოსში გამოჩნდა რამდენჯერმე, დაუტცენ კროსი თამუნა ინგოროყვას ირჩევს ხშირად, ლეიდი გაგამ გიორგი ქებურიას კოპლებიანი კაბით მოიწონა თავი, იზაბელ იუპერს პრესტიჟულ გამოცემასთან გადაღებისთვის ჯაბა დიასამიძის სამოსი შეურჩიეს, ანჯელინა ჯოლის – ამავე დიზაინერის მიერ შექმნილი ქუდი, კეტი პერიმ რამდენიმე „ლუქი“ „Mach & Mach“-ის ბოლო კოლექციიდან შეარჩია.

ქართველი დიზაინერებისადმი ასეთ დიდ ინტერესს „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას მიაწერენ, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საკუთარი ნამუშევრებით და მოდის კრიტიკოსთა აღფრთოვანება და აღიარება დაიმსახურა.

ქართველ დიზაინერთა კოლექციების ნახვა ფართო საზოგადოებას „ვოგის“ ონლაინგამოცემის ფურცლებზე შეუძლია ხოლმე, სადაც „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ მონაწილეები ბოლო დროს ხშირად ხვდებიან.

თბილისში ამ კვირეულის ორგანიზატორი, სოფო ჭყონია წერს: „უფრო მეტი და მეტი ცნობილი ადამიანი იცვამს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს. ეს დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია! ჩვენ მათ შესახებ კიდევ გავიგებთ მალე“. ფოტოები

სიახლეები/

|

August 3, 2017 / 2:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

ილიკო სუხიშვილის პასუხი კრიტიკოსებს – „არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა…“

„რუსთავი 2“-ის ეთერით ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ახალი პროექტის გარშემო გაჩენილ პრეტენზიებს უპასუხეს. „ცეკვა ქართული“, მათი თქმით, ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება და ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. ილიკო სუხიშვილი: არ მინდოდა, კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული  განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა