მსოფლიო ლეგენდების კონცერტებს „ბლექ სი არენაზე“ დაახლოებით 35 000 ადამიანი დაესწრო

0
1180

საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩევლის, კახა კანდელაკის ინფორმაციით, მაისი-ივლისის პერიოდში, „ბლექ სი არენაზე“ ჩატარებულ კონცერტებს ჯამში დაახლოებით 35 000 ადამიანი ადამიანი დაესწრო.

როგორც კახა წერს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე:

„LEGENDS in GEORGIA 2018:

35 000 ადამიანზე მეტი დაესწრო კონცერტებს, მაისი-ივლისის პერიოდში გურიაში;)“

საუბარია მსოფლიო ლეგენდების კონცერტებზე. შეგახსენებთ, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 19 მაისს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, რომის სიმფონიურ ორკესტრს ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა, ენიო მორიკონემ უდირიჟორა. ეს იყო არენის წლევანდელი, 2018 წლის სეზონის გახსნა.

შემდეგ 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს, „ბლექ სი არენაზე“, „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, გაიმართა სერ ელტონ ჯონის ორი კონცერტი. 19 ივლისს კი „ლედ ზეპელინის“ სოლისტი ეწვია საქართველოს და შეკვეთილში მდებარე არენაზე რობერტ პლანტმა ისტორიული კონცერტი გამართა, ჯაზფესტივალის გახსნაზე.

მთელი აგვისტოს განმავლობაში კი მიმდინარეობს პროექტი „ქართული ზაფხული არენაზე“, რაც გულისხმობს ქართველი არტისტებისა და უცხოელების საინტერესო კოლაბორაციებს. მის ფარგლებში გაიმართა გიორგი მიქაძის, ოლ სთარ ბენდისა და „ბასიანის“ (4 აგვისტო), „შვიდკაცასა“ და Take 6-ის (11 აგვისტო), ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის (16 აგვისტო) კონცერტები.

დღეს, „ბლექ სი არენა“, ასევე „ჩექ ინ ჯორჯიას“ ეგიდით, ჯგუფ „სახის“ გრანდიოზულ კონცერტს მასპინძლობს, ხოლო 28 აგვისტოს, განახლებულ მიუზიკლს, „ჩხიკვთა ქორწილი“.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სატზე: tkt.ge.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here