„მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ 9 და 10 იანვარს გაიმართება

0
1426

პროექტი, რომელსაც გასულ წელს უამრავი ადამიანი დაესწრო, 9 და 10 იანვარს კვლავ გიწვევთ საუკეთესო კინომუსიკის მოსასმენად. „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“, სადაც ნიკოლოზ რაჭველი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობს, შესანიშნავი მუსიკალური პროექტია, რომელსაც 2018 წლის დასაწყისში განახლებული სახით შემოგთავაზებენ. წინა ჯერზე მისი სტუმარი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსპორანო, ანიტა რაჭველიშვილი გახლდათ, ახლა კი მაესტრო რაჭველს შეუერთდებიან აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მომღერალი ნინო ქათამაძე. პროექტში ასევე მონაწილეობენ ნატალია ქუთათელაძე და გიორგი შამანაური.
9 იანვრის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.
კონცერტებზე შესრულდება ჩარლი ჩაპლინის, ნინო როტას, გია ყანჩელის, ლალო შიფრინის, მიშელ ლეგრანის და ჯონ უილიამსის დაუვიწყარი მელოდიები, რომლებიც მათ სხვადასხვა ცნობილი ფილმისთვის შექმნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here