მსმენელს ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცემა

მსმენელს ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცემა

„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, 15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, სახელგანთქმულ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს უმასპინძლებს. მას კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ექნება.

ბილეთები ზემოხსენებული ღონისძიებისთვის ორ საათში გაიყიდა. მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომაც გადაწყდა, რომ გენერალურ რეპეტიციაზე, მსმენელს უფასოდ დასწრების საშუალება ექნება.

შესაბამისი განცხადება „შემოდგომის თბილისის“ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა:

„ძვირფასო მსმენელებო, მოგეხსენებათ რაოდენ დიდია 15 სექტემბერს დაგეგმილი, ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტის მიმართ ინტერესი, მსმენელის თხოვნის გათვალისწინება – კონცერტის დამატების შესახებ ვერ ხერხდება ხატია ბუნიათიშვილის დაკავებული საკონცერტო რეჟიმის გამო, შესაბამისად ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურული ცენტრისა და თავად ხატიას გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცემათ მათ, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოასწრო! დარბაზში შესვლა შესაძლებელი იქნება ცენტრის ცენტრალური კარებიდან“.

როგორც „ფორტუნამ“ ექსკლოუზიურად შეიტყო, კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება პირველ 1000 კაცს, რომელიც დარბაზში შესვლას შეძლებს. ეს არის ის რაოდენობა, რასაც იტევს ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის დარბაზი.

სიახლეები/

|

September 12, 2018 / 4:54 pm

TOP სიახლეები

ანრი ჯოხაძის „ცივი ნოემბერი“ – მომღერლის ახალი კლიპის პრემიერა

ანრი ჯოხაძის ახალ სიმღერაზე „ცივი ნოემბერი“ კლიპის პრემიერა 13 ნოემბერს კინო „ამირანში“ შედგა. ვიდეორგოლი სიმღერაზე, რომლის მელოდიაც თავად დაწერა, ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსზე, თვითონვე გადაიღო, როგორც ყოველთვის. ანრის ახალი ვიდეოს პრემიერას შოუბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლიპში ძალიან ლამაზი კადრები შევიდა, რომელმაც მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. ანრი ჯოხაძე: მე ძალიან სუბიექტური ვარ ამ სიმღერის მიმართ. როცა ნიკა […]

როგორი საქორწილო ტორტი ჰქონდათ ბერას და ნანუკას (ფოტოები)

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის გრანდიოზული ქორწილი „ბიოლიში“ ბოლო დღეების სასაუბრო თემაა. ახალგაზრდების ბედნიერების დღე ძალიან ლამაზ გარემოში შედგა, ყვავილებით დახუნძლულ სივრცეში, სადაც ყველაფერი სტუმრებისა და ნეფე-პატარძლის საუკეთესო დროის გასატარებლად იყო მოწყობილი. ბერამ და ნანუკამ სოციალურ ქსელში ქორწილში გადაღებული პროფესიონალური ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც შესანიშნავად გამოიყურებიან, ეროვნულ სამოსში გამოწყობილები. Liu Studio-ს მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოს შორის […]

საბა კემულარიამ საცოლეს ხელი სიმღერით სთხოვა (ვიდეო)

საბა კემულარია დაინიშნა, მისი რჩეული კესო გაფრინდაშვილია. ისინი ბოლო პერიოდია შეყვარებულები არიან და როგორც ჩანს, ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტეს. ერთ-ერთ რესტორანში საბა სცენაზე მეგობრებთან ერთად ავიდა, ჯერ სიმღერა შეასრულა, შემდეგ კი სცენა დატოვა და თავისი რჩეულისკენ გაემართა, რომელიც დარბაზში იჯდა. მან დაიჩოქა და საცოლეს ბეჭედი მიართვა. მათი ბედნიერება დარბაზში მსხდომმა ყველა ადამიანმა გაიზიარა და […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ხატია ბუნიათიშვილის მადლობა „ჭრელ და თბილ თბილისს“ – „თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები“

ცნობილმა ართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, „შემოდგომის“ თბილისის ფარგლებში, 15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის ცენტრში კონცერტი გამართა. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, ისევე, როგორც გენერალურმა რეპეტიციამ, როცა ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კარი გაეხსნათ და მათ, ვინც ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო ან ვერ მოასწრო, მიეცათ გენრეპეტიციაზე დასწრების საშუალება. ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ასეთი […]

ხატია ბუნიათიშვილის გენერალურმა რეპეტიციამ ანშლაგით ჩაიარა (ფოტო+ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილი თბილისშია. ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, რაღა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“. 15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში მისი და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტის ბილეთები საიტზე დადებიდან ორ საათში გაიყიდა. შესაბამისად, უამრავი ადამიანი იმედგაცრუებული დარჩა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტის კონცერტს ვერ დაესწრებოდა. მუსიკოსის კეთილი ნებით […]

ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციის პირველი კადრები თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან

ხატია ბუნიათიშვილი 15 სეტქემბერს, „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. დირიჟორი, რასაკვირველია, ვახტანგ კახიძე იქნება. ხატია უკვე თბილისშია. ის ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში რეპეტიციას გადის დირიჟორსა და ორკესტრთან ერთად. კადრებს პირველი რეპეტიციიდან რეჟისორი დავით გერსამია საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მოლოდინი კონცერტის მიმართ ძალიან დიდია, რადგან ხატია საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მის კონცერტზე […]

ხატია ბუნიათიშვილი შემოდგომაზე აზიურ ტურნეს იწყებს

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, მალე აზიურ ტურნეს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ „ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს. შემოდგომაზე მან რამდენიმე კონცერტი დააანონსა, რომელსაც 24 ოქტომბრიდან გამართავს, პირველი კონცერტი ამ დღეს პეკინში გაიმართება, 26 ოქტომბერს მუსიკოსი შანხაის ესტუმრება, 27 ოქტომბერს ვუქსში, 31 ოქტომბერს ტაიპეიში, 2 ნოემბერს იონგინში, ხოლო 3 ნოემბერს სეულში. მსოფლიოში სახელგანთქმულ პიანისტს მოუთმენლად ელიან მისი თაყვანისმცემლები. […]

ხატია ბუნიათიშვილის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა

ბრწყინვალე ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი 15 სექტემბერს, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს, რომელიც ჯანსურ კახიძის სახელობის ცენტრში ჩატარდება. ღონისძიება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, “შემოდგომის თბილისი” ფარგლებში გაიმართება. კონცერტის მიმართ მელომანები უდიდეს ინტერესს ამჟთავნებენ. აღსანიშნავია, რომ ბილეთები სრულად გაიყიდა მათი საიტზე განთავსებიდან რამდენიმე საათში. სოციალურ ქსელში მაყურებელი მეორე კონცერტის დამატებას ითხოვს. თავად ხატიას ოფიციალურ გვერდზე კი […]

რეკლამა