Move D და Gerd Janson DECODER-ის სტუმრები იქნებიან

0
1299

თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER გერმანელ მუსიკოსებს: Move D და Gerd Janson-ს უმასპინძლებს. მათთან ერთად დაუკრავენ ადგილობრივი სცენის წარმატებული არტისტები Zurkin და VAKHO.

მდიდარი დისკოგრაფიის მქონე ვეტერანი სელექტორისა და მუსიკალური იმპროვიზატორის David Moufang-ის შემოქმედება 90’-იანი წლებიდან იწყება და მრავალ მუსიკალურ მიმართულებას აერთიანებს. მისი ტრეკები გამოიცემა ლეგენდარულ ლეიბლებზე, როგორიცაა: Warp Records, Workshop. მისი ტექნოს კლასიკად აღიარებული სადებიუტო ალბომი Kunststoff, დღემდე დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე არტისტებზე. Move D-ს კარიერა რამდენიმე ათეულ კოლაბორაციულ პროექტს ითვლის, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია Magic Mountain High, Move D / Namlook, Deep Space Network. ფრანკფურტის საკულტო კლუბის Robert Johnson-ის რეზიდენტი და Red Bull Music Academy-ს წარმომადგენელი Gerd Janson წლების განმავლობაში იყო ლეგენდარული Liquid Club ღამეების მასპინძელი.

საღამოზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე: www.spacehall.com. პირველ ეტაპზე ბილეთების შეძენა 20 ლარად შეგიძლიათ, შემდეგ 30 ლარად, კარზე კი ბილეთის ფასი 40 ლარი იქნება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here