მორიგი სკანდალი “მისტერ ვალენტინის” გარშემო

0
2437

ქართული სილამაზის კონკურსების გარშემო, სკანდალები არასოდეს წყდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც “მისტერ ვალენტინია” და ეს ბუნებრივიც არის, რადგან საქართველოში მამაკაცის პოდიუმზე გამოჩენას, ყოველთვის ხმაური ახლავს. ამის მიუხედავად, “მისტერ ვალენტინის” კონკურსი მაინც აქტიურად აგრძელებს არსებობას და სულ უფრო მეტი ბიჭი ცდილობს ამ ტიტულის მოპოვებას.

წელს “მისტერ ვალენტინის” ტიტული თორნიკე ძავაშვილმა მოიპოვა, რომელიც სტუდენტია. თორნიკეს საჩუქრად პარიზში მოგზაურობა გადაეცა, ის ევროპაში აპრილის ბოლოს უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ თბილისშია. რა გახდა ამის მიზეზი, “მიუზიკ ბოქსი” დეტალების გარკვევას, თორნიკესთან შეეცადა:

– ჩემი გამგზავრება პარიზში, აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ შემოდგომამდე გადაიდო. არაერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ პარიზში მივემგზავრები გაზაფხულზე, მაგრამ ასე არ მოხდა. რა გახდა საფრანგეთში გამგზავრების გადადების მიზეზი, ეს ჩემთვის არავის უთქვამს.

აღნიშნულ ფაქტზე, კონკურსის ორგანიზატორს, კახი ხაბეიშვილს ვესაუბრეთ:

– ბატონო კახი, რატომ აღარ გაემგზავრეთ პარიზში?

– შემოდგომაზე გამგზავრება გადავწყვიტეთ. ამის მიზეზი გახდა სპონსორთან მოლაპარაკება. წინა სეზონზეც ასე მოხდა, გამარჯვებულები ორი და სამი თვის შემდეგ გაემგზავრნენ სამოგზაუროდ.

– რატომ არ იცის გამარჯვებულმა, რა გახდა კუთვნილი მოგზაურობის გადადების მიზეზი?

– არ ვიყავი ქალაქში და ვერ მოვახერხე მასთან გასაუბრება. დღეს დავბრუნდი და აუცილებლად გაგაგებინებთ, როცა გავემგზავრებით პარიზში.

მარიამ ჩიჩუა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here