“მორჩებიან კონკურსებს, გახდებიან პოპულარულები და ისევ ქოვერები, აი რა აზრი აქვს?” – მაიკო კაჭკაჭიშვილი ქართველ მომღერლებს მიმართავს

0
2242

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელის აქტიური მომხმარებელია. ჯერ იყო “იქს ფაქტორს” განიხილავდა, ახლა კი პროექტის დამთავრების შემდეგ გეზი შეცვალა და ქართველ მომღერლებს მიმართავს.

“საშინელი სიმღერები იწერება :(( სწრაფ რეგრესს განიცდის თანამედროვე მუსიკა… იმის ნაცვლად რომ განვითარებულიყო და დახვეწილიყო უკან მიდის და წინა პლანზე გადმოდის ქოვერები რომლის წინააღმდეგი ვარ სასტიკად … გადმოწერე MP3 კარაოკე წადი იმღერე მარტივია მაგრამ ასე არ გამოვა!!! ვისაც სურვილი გაქვთ არ ტკეპნოთ ერთი და იგივე ადგილი გამოფხიზლდით გააკეთეთ სიმღერები რომელის შესრულების უფლება მხოლოდ თქვენ გექნებათ, ესე ბევრად დიდი ფასი ექნება შრომას… მორჩებიან კონკურსებს გახდებიან პოპულარულები და ისევ ქოვერები, აი რა აზრი აქვს? ყველას არ ვგულოსხმობ რა თქმა უნდა უნდა იყოს ეგ კატეგორიაც მაგრამ როცა პრეტენზია გაქვს და საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს უბრახუნებ ცოტა სირცხვილია ქოვერით ჩატარებული კონცერტი!!! მეც ჩამიტარებია მაგრამ ნუ ის მაინც მაქვს სათქმელი რომ რაც ქავერ კონცერტი მიმღერია იმაზე ათასჯერ მეტი საკუთარი შემიქმნია!!! ხო და მოვაშოროთ გადამღერებული სიმღერები, ვისაც გვაქვს ამის ძალა რომ ახალი შევქმნათ!! და ვისაც არ შესწევს უნარი იმღეროს რაც უნდა.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here