მომხიბვლელი ჟურნალისტი ნინო თოლორდავა თაფლობის თვეს სენ ტროპეში ატარებს

0
4045

მომხიბვლელი ტელეჟურნალისტი, ნინო თოლორდავა მცირე ხნის წინ მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა. ნინოს პირველ მეუღლესთან, ზაზა ხაჟალიასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მას გაცნობიდან ხუთ დღეში ცოლად გაჰყვა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, ამიკო, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს.

ნინო არაერთხელ დასახელებულა ყველაზე ლამაზ ქართველ ტელეჟურნალისტებს შორის. ის საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობს და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.

გიორგი დავითაიასთან ერთად ნინო თაფლობის თვეს სენ ტროპეში ატარებს. ვოიაჟის ამსახველი ფოტო მან მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here