Moloko და Tom Odell Tbilisi Open Air-ს წლევანდელი ჰედლაინერები იქნებიან

Moloko და Tom Odell  Tbilisi Open Air-ს  წლევანდელი ჰედლაინერები იქნებიან

Tbilisi Open Air წელს კიდევ ერთხელ გაიმართება. „მუსიკა ათავისუფლებს“ – ეს სლოგანი, რასაკვირველია, უცვლელია. ღონისძიების პარტნიორია „თი ბი სი“ ბანკი, ასევე ლუდი „აისი“,  „ლიკანი“ წარმოადგენს ჯაზსცენას ფესტივალზე. მუსიკალური ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

ახლახან ფესტივალის ორგანიზატორებმა სრული ლაინაფი წარუდგინეს მედიას. როგორც დავით ცინცაძემ განაცხადა, წელს ფესტივალზე ოთხი სცენა იქნება, სადაც 70-ზე მეტი მუსიკოსი გამოვა, მათ შორის 20-მდე უცხოელი.

22 ივნისს ფესტივალს ქართულ რეპდუო „კაიაკატა“ გახსნის და ეს დღე მეტწილად, ქართველ არტისტებს დაეთმობათ. 23 ივნიის ჰედლაინერი გახლავთ ჯგუფის Moloko სოლისტი, როიზინ მერფი, ხოლო 24 ივნისს მსმენელის წინაშე წარდგება Tom Odell.

სიახლეები/

|

March 28, 2018 / 2:33 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

რომელი კერძი გასინჯა რობერტ პლანტმა ბათუმში

გუშინ ბათუმში ლეგენდარული “ლედ ზეპელინის” სოლისტი, რობერტ პლანტი თავის ჯგუფთან ერთად ჩაფრინდა. მუსიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ. დღეს კი პლანტმა ბათუმში გასეირნება და სადილობა “კაფე გარდენში” გადაწყვიტა. როგორც გვითხრეს, მუსიკოსმა ქოთნის ლობიო დააგემოვნა და ძალიან მოეწონა. შეგახსენებთ, რომ დღეს რობერტ პლანტის კონცერტით, რომელიც “ბლექ სი არენაზე” გაიმართება, ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნება. (ფოტოები)

კინო ჟესტებით – ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება ნანა ჯანელიძის ფილმის: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!” ჩვენება. ფილმი ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია რომელსაც ფილმის რეჟისორი – ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე დაესწრებიან. “კინო ჟესტებით” ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების პროექტია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

სალომე კორკოტაშვილი “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ გამოვა – რა გახდა მიზეზი

სალომე კორკოტაშვილი წერს, რომ წელს “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ წარდგება, რადგან აშშ-ში დაგეგმილზე ადრე უწევს გამგზავრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მის ამ მდგომარეობას ფესტივალის ორგანიზატორები გაგებით მოეკიდნენ. სალიო წერს: “ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემს საყვარელ ფესტივალში, TBILISI OPEN AIR 2017-ში ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ივნისის დასაწყისში მივფრინავ აშშ-ში. დაუგეგმავად, 3 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით მიმიწვიეს რამდენიმე ღონისძიებაზე. […]

Tbilisi Open Air 2016-ის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ Tbilisi Open Air 2016-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა ვინაობა გახდა ცნობილი. 3 დღე, 3 სცენა და 40-ზე მეტი არტისტი 12 ქვეყნიდან - 3-დღიანი მუსიკალური ფესტივალი 29-31 ივლისს, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ექსკლუზივი – სკანდალი “თბილისი ოფენ ეარის“ გარშემო

"თბილისი ოფენ ეარი“ წელს გამორჩეული პროგრამით და განსაკუთრებული მასშტაბებით წარდგა მსმენელის წინაშე. დამსწრეთა რაოდენობაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო. აღარაფერს ვამბობთ ფესტივალის ჰედლაინერზე, ჯგუფზე Placebo, რომლის ჩამოსვლასაც უამრავი თაყვანისმცემელი ელოდებოდა.

უკომენტაროდ – Tbilisi Open Air 2015 – Beth Hart

3-დან 7 ივლისის ჩათვლით თბილისში 5-დღიანი ფესტივალი - Tbilisi Open Air 2015 გაიმართა. მუსიკალური ფესტივალის ჰედლაინერები ისეთი ბენდები თუ შემსრულელები გახლდნენ, როგორებიც არიან Zemfira, Archive, Black Label Society, Beth Hart და Placebo. Tbilisi Open Air 2015 წელს ღია ცის ქვეშ, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა...

უკომენტაროდ – Tbilisi Open Air 2015 – Green Room ft. Dato Lomidze / Gravity / Archive

3-დან 7 ივლისის ჩათვლით თბილისში 5-დღიანი ფესტივალი - Tbilisi Open Air 2015 გაიმართა. მუსიკალური ფესტივალის ჰედლაინერები ისეთი ბენდები თუ შემსრულელები გახლდნენ, როგორებიც არიან Zemfira, Archive, Black Label Society, Beth Hart და Placebo. Tbilisi Open Air 2015 წელს ღია ცის ქვეშ, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა...

რეკლამა