„მოგვეჭრა თავი გმირების წინაშე“ – რატომ აკრიტიკებენ „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების“ ახალ ვერსიას

0
1010

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“- ჯემალ სეფიაშვილის ეს სიმღერა მორის ფოცხიშვილის ტექსტზე 30 წლის წინ ჩაიწერა და მას შემდეგ 9 აპრილის ტრაგედიის სიმბოლოდ და მის ზუსტ ასახვად იქცა…

30 წლის შემდეგ, 9 აპრილს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე, 25-მა ქართველმა შემსრულებელმა, რომელთა შორის, კომპოზიტორის გადაწყვეტილებით,  არც ერთი ქალი არ იყო.

„პრაიმშოუში“ ღონისძიებაზე გადაღებული კადრებით აწყობილი კლიპის პრემიერაც შედგა.

საზოგადოების ნაწილს სიმღერა თანამედროვე არანჟირებითა და შესრულებით მოეწონა, ნაწილის მხრიდან კი მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ნეგატიური კომენტარების ავტორები წერენ, რომ არც მუსიკალური გადაწყვეტა მოსწონთ და არც ის, რომ სიმღერას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.

გთავაზობთ კომენტარებს:

„17 ქალი დაიღუპა 22 დან.

17 ქალი.

და მხოლოდ ბიჭები ამღერო დიდი ამბით, ეს არის სირცხვილი.

ახლა თუ უნდათ, რემიქსი გაუკეთონ და უფრო მეტი კრუტუნ-კრუსუნი ჩასვან.

სამარცხვინოა და არც ერთმა რომ არ გააპროტესტა, ძალიან ცუდია ეგ“.

„არის სიმღერები რომლებსაც არ უხდება გათანამედროვება. ის ემოცია ვერ მოიტანა, რაც ჰქონდა პირველს.“

„პირველ ვერსიაში, მგზნებარედ რომ შეასრულეს ჰიმნი ,,ვარსკვლავებმა”, მათგან რამდენიმემ რუსული რომანსების სიმღერა განაგრძო მოსკოვში. ამ სიმღერის პათოსს ეგ სახეებიც საკმარის ჩრდილს აყენებდა. განახლებულ ვერსიას რაც შეეხება, 30 წლის შემდეგ, 21 მსხვერპლიდან, 17 დაღუპულ ქალს რომ კაცები უმღერიან და თან ერთ ადგილს ათამაშებენ, ქვეყანა ჩვენი დასაცავიაო, მანდ ან მორალში უჭირთ, ან არითმეტიკაში“.

„სულ უფრო ვრწმუნდებოდი, თუ რა აუცილებელია, ადამიანს გაგაჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება“.

„მოგვეჭრა თავი გმირების წინაშე. 21 ადამიანი შეეწირა ამ ფაქტს, აქედან 17 ქალი იყო, „ტიტებს“ კი ქალების მღეროდნენ. ეხ, არაფერი არ გვეშველება, მალე ეს დღე დაავიწყდება საზოგადოებას“.

„მე დიდად არ მომეწონა! სიმღერა,რომელიც სისხლს და ხორცს მიყინავდა მთელი 30 წლის განმავლობაში, იმხელა ტკივილს განვიცდიდი მოსმენისას, არანაირი მსგავსი ემოცია არ დამიტოვა, სრულიად ზედმეტი იყო ზოგიერთი მომღერლის მანჭვა-გრეხვა…“

„მე პირადად არ მომეწონა, მაგრამ…

მგონია, რომ 9 აპრილი იყო ტრაგედიის და ამავე დროს თავისუფლების მომტანი დღე. ტყუილად არ ამბობდა ზვიადი, რომ ეს თარიღი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღეო. ალბათ, ეს სიმღერაც გაარემიქსეს იმიტომ, რომ ტრაგედიასთან ერთად ეს არის სიხარულის დღე. ალბათ, ეს იყო ჩაფიქრებული, თორემ მე პირველი ვერსია მომწონს“.

„ეს სიმღერა 9 აპრის სამგლოვიარო გიმნად დაიწერა. და არა „სატანცაოდ“ რომ გაემეორებინათ“.

სოციალურ ქსელში ასევე შეხვდებით კომენტარებს, რომელთა ავტორებისთვის ახალი ვერსია და მისი შესრულება სავსებით მისაღებია.

„ქართული სული არასოდეს მოკვდება, სანამ ასეთი ახალგაზრდები და მომავალი თაობა იქნება“.

„ბრავო, უმაგრესი შესრულებაა…“

„საოცრად მგრძნობიარე, დიდებული ტექსტი და მუსიკა, მადლობა ყველას ამ ემოციისთვის“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here