Modjo „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს ულოცავს – „შევხვდებით „ოქროს ტალღაზე“ (ვიდეო)

0
1599

„ოქროს ტალღა“ 2017-ის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წლის სიმღერის დაჯილდოვებასთან ერთად, 20 წლის იუბილესაც ზეიმობს. ჰოლდინგის შემადგენლობაში ოთხი რადიო – „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“ და ტელევიზია „მიუზიკბოქსია“.

20 ივნისს, მთაწმინდის პარკში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება, სადაც წლის სიმღერასაც გამოავლენენ, ასევე გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში და ამასთან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიაჰოლდინგის იუბილესაც აღნიშნავენ.

„ოქროს ტალღაზე“ ქართული შოუბიზნესის ყველა ვარსკვლავი შეიკრიბება, თუმცა საღამოს ორგანიზატორებს ერთი საინტერესო სიუპრიზი აქვთ დამსწრეებისთვის – ღონისძიებაზე „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს ფრანგული ელექტრონული დუოს „Modjo“-ს წევრი, იან დესტალი მიულოცავს.

მან სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ღონისძიების სტუმარი და მონაწილე იქნება.

იან დესტალი ამბობს:

„გამარჯობა, საქართველო!.. ეს არის იან დესტალი „მოჯოდან“. მინდა, რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე მივულოცო და ძალიან ბედნიერი ვარ გამოვაცხადო ჩემი ვიზიტის შესახებ „ოქროს ტალღაზე“, სადაც სპეციალური სტუმარი ვიქნები, იქ შევხვდებით“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here